საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91435

1968

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 22 მარტს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად გიორგი დავითის ძე ერისთავის მამულები გორის მაზრის ცხრა სოფელში, რომლებიც გარდაცვლილი მეპატრონის მემკვიდრეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1968

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 18 მარტს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად გიორგი თომას ძე ანდრონიკაშვილის მამული სოფელ ლამბალოში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წლის 6 მარტს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, სთხოვა, გაეგო, პოლკოვნიკმა ზენტარსკიმ მიიღო თუ არა მისი წერილი.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა კომედია „რევიზია ანუ მელაძე, მგელაძე და ყაჩაღავა”.

1968

ტიპი: თანამდებობა

1968 წლიდან სერგი ჭილაია იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე.

1968

ტიპი: ღონისძიება

1968 წლის იანვარში ნიკოლოზ მათიკაშვილი პოლონეთიდან საქართველოში ჩამოვიდა.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წელს გამოქვეყნდა გიორგი მელიქიშვილის სტატია „საქართველოს კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის“.

1968

ტიპი: ღონისძიება

1968 წელს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს პოზნანში ქართული მუსიკის შესახებ მოხსენების გაკეთება სთხოვა.

1968

ტიპი: თანამდებობა

1968 წელს ინგლისელი ქართველოლოგი დევიდ ლენგი თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა.

1968

ტიპი: თანამდებობა

1968 წელს ლევან მენაბდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთაველის კაბინეტის გამგე იყო.

1968

ტიპი: ღონისძიება

1968 წელს ალექსანდრე იონას ძე ბუკიას სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1968

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1968 წელს ანდრია მელიტონის ძე ბალანჩივაძეს სსრკ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1968

ტიპი: ორგანიზაცია

1968 წელს კალე ზოსიმეს ძე სალია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების აკადემიის წევრი იყო.

1968

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1968 წელს იონა ირაკლის ძე ტუსკიას საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წელს „ნაკადულმა” გამოსცა სიმონ წვერავას დოკუმენტური მოთხრობა „მწვანე ოქროს გმირი”.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წელს გამოქვეყნდა მამია ასათიანის ნოველა „გელათის ქრონიკები”.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის ლირიკული ლექსების კრებული „რჩეული”.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის საბავშვო ლექსების კრებული „თქვენ გაიხარეთ მერცხლებო”.

1968

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868-1871 წლებში თედო სახოკია გლეხ უთოთია იოსავას სახლში იზრდებოდა სამეგრელოს ბიაში.

1967

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 27 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ციმბირში გადასახლებული ძმების, გაბრიელ და რაფიელ ილაშვილებისათვის ჩამორთმეული მამული სიღნაღში.

1967

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 11 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გიორგი ბიდურაშვილების მამული და ქვის სახლი თელავში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1967

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 11 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო პაპენა კირაკოზოვის ერთსართულიანი სახლი სიღნაღში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1967

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 11 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ნინია სიმონიშვილის ვენახი სოფელ ვეჯინში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1967

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი ილია ჭავჭავაძის დაუმთავრებელი პიესისა „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები“.

1967

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იოსებ ხერუმოვის კერძო განცხადება სოლოლაკის დიდ ქუჩაზე სამხედრო აფიცრების სახმარის ფორმის ნივთეულის ახალი მაღაზიის გახსნის შესახებ.