რეგისტრირებული ფაქტები81293
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკ. გრ. ჯუმუხაძემ და ნიკ. სიხარულიძემ აჭარლებს მთელი წლით გამოუწერეს „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ ზაქარიას ძე კიკნაძემ ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახელობის სამკითხველოს მთელი წლით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 1-ელ მარტს ხაშურის დრამატულმა წრემ წარმოადგინა აკაკი წერეთლის „პატარა კახი“ . დადგმის რეჟისორი იყო იუზა ზარდალიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა სექციამ შალვა დადიანის ხელმძღვანელობით სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში აკაკი წერეთლის „პატარა კახი“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლისა და პატარა ფატი გოკიელის სურათი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ აკაკი წერეთლის ხსოვნის პატივსაცემად სახალხო სახლში „პატარა კახი“, „თორნიკე ერისთავი“ და „თამარ ცბიერი“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ეკატერინე ივანეს ძე სარაჯიშვილმა ქართველ ქალთა ამხანაგობის ჭრა-კერვის სკოლას 360 მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 მარტს ქართველ ქალთა სახელოსნო სკოლაში მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო საღამო გამართეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 თებერვალს ხაშურის თეატრში ანა შოთაძის, იუზა ზარდალიშვილის, დ. ძნელაძის, დ. სხალაძის და სხვ. მონაწილეობით ვოდევილი „ვაი ყობოს“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 23 აპრილს ხაშურში ელსაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილის 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილის რეჟისორობითა და მონაწილეობით „ხანუმა“ უნდა წარმოედგინათ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 31 ივლისს ყვარელში, იური ჭავჭავაძის სახლში, ილიას დღე გამართეს. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ შალვა დადიანი და ელო ანდრონიკაშვილი.