საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივლისიდან თვის ბოლომდე ოზურგეთის მაზრის უფროსის, ივან ლაზარენკოს მეთვალყურეობით, სოფელ ნაგომარში სახალხო ბაზრობა იმართებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გიგო ზანაველის კორესპონდენცია „ს. ახალდაბა, უხიდობის შედეგი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ალექსანდრე ხაბულიანის კორესპონდენცია „იმერეთი, ჭალის მთის იჯარით გაცემა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ქვედა ილემის ბიბლიოთეკის გამგის, დიმიტრი ზურაბის ძე მაჭავარიანის სამადლობელი წერილი მიხეილ ბარამიძისადმი, რომელმაც სამკითხველოს 2 მანეთისა და 84 კაპიკის ღირებულების წიგნები შესწირა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ალექსანდრე თოიძის წერილი „მცირე შენიშვნა თუშურ ერბო-კარაქზე“ გამოქვეყნდა, რომლითაც ავტორი ივანე ბუქურაულის მიერ ჟურნალ „მოამბეში“ დაბეჭდილ სტატიას „ლაშარის ჯვარი და თამარ დედოფალი“ აკრიტიკებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მღვდელ ნ. ჯიჯიეიშვილის წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც 84 წლის ცნობილი ხელოსნის, ახმედ ოფი-ოღლის მიერ ზეპირად მოთხრობილი მოგონებები იყო გადმოცემული.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თურქესტანის მეოცე ბატალიონის პოდპორუჩიკი ვლადიმერ ქარსელაძე წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 14 ივლისს ავჭალის ერთ-ერთ დუქანში ქეიფისას აღაიანის მკვიდრმა ალექსანდრე ტუსიაშვილმა დუქნის მეპატრონე მოკლა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ივლისს 40 ხმით 13-ის წინააღმდეგ იაკობ გიორგის ძე ჩიმაკაძე ქუთაისის სამოქალაქო გამგეობის წევრად აირჩიეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ივლისს გორის მაზრის პოლიციამ ქიმა მარღიშვილი და ვასილ ქოქოშვილი შეიპყრო, რომელთაც სოფელ გომბორის მახლობლად ებრაელი ვაჭრის, მოშე ციცვაშვილის ძარცვაში ედებოდათ ბრალი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ივლისს ქუთაისში მცხოვრებ ა. დ. კოგანს საკუთარმა მოსამსახურემ, ფეოდოსია ტულუბიევამ და მისმა საყვარელმა, კონსტანტინე როგოვსკიმ, 2500 მანეთის ღირებულების სამკაული მოპარეს.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 13 ივლისს სოხუმში ცნობილი ყაჩაღი მამსირ აბრაგიბ-გაბისონია ჩამოახრჩეს.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 12 ივლისს ქალაქისთავი გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვი თბილისიდან ესენტუკში მიემგზავრებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივლისს თბილისის მოურავის მოადგილე ივანენკომ ქალაქის სამასწავლებლო კომისიის წევრებთან ერთად ის სახლები მოინახულა, სადაც ახალი სკოლების გახსნა იყო განზრახული.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 12 ივლისს ქუთაისის გუბერნიის გამგეობის დელეგატებმა 31 ხმით 28-ს წინააღმდეგ ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა ქალაქის მოურავის თანამდებობაზე აირჩიეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 12 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იოსებ იმედაშვილის კორესპონდენცია „საპედაგოგიო კურსები სამეგრელოში“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 12 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა სტატია „ქალის ღვაწლი“ სოფელ ბახვის ქალთა სკოლის მასწავლებლის, ნინო შარაშიძის 25-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 12 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მწერალ შიო არაგვისპირელის ახლად გარდაცვლილი დის, ოლგა დედაბრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წერილი გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 12 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ჯამულეთ ბაჟუნაიშვილის წერილი გამოქვეყნდა, რომლითაც ის ოზურგეთის ბიბლიოთეკის შემომწირველებს მადლობას უხდიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი კოკაშვილმა და ვასილ ექვთიმეს ძე თავაძემ ოზურგეთის ბიბლიოთეკას ორ-ორი მანეთის ღირებულების წიგნები შესწირეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნატალია ფიფაიშვილმა ოზურგეთის ბიბლიოთეკას 2 მანეთის ღირებულების წიგნები შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლისა შალიკაიშვილმა ოზურგეთის ბიბლიოთეკას 3 მანეთის ღირებულების წიგნები შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე ლაზარევის ინგლისურმა ცხენებმა მოსკოვის საზაფხულო დოღზე 18 392 მანეთი მოიგეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გენერალი ფიოდორ ჯ. გერშელმანი სამუშაო მივლინებით ყირიმში იმყოფებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, წმინდა სინოდმა ეპისკოპოსი კირიონი შუამთისა და ალავერდის მონასტრების მეურვედ დანიშნა.