რეგისტრირებული ფაქტები80220
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გუდაუთის განყოფილების გახსნის შესახებ იმსჯელეს, ასევე განიხილეს გუდაუთელების მოთხოვნა, რომ იქ მცხოვრები 30 ადამიანი მაინც ყოფილიყო საზოგადოების წევრი, გუდაუთელები კი სოხუმის განყოფილების წევრებად იყვნენ ჩაწერილები. გამგეობამ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობები და რჩევები გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გამგეობას მიმართა „განათლების“ საზოგადოების გამგეობამ, რომ სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები სჭირდებოდათ. გამგეობამ მათ თუმნის წიგნები გაუგზავნა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ მღვდელ მელიტონ კელენჯერიძეს შეკრებილი ჰქონდა სახალხო ზეპირსიტყვიერების დიდძალი მასალა, რომელსაც დასაბეჭდად გადასცემდა გამგეობას შემდეგი პირობით, თუ მას მოიხსენიებდნენ როგორც რედაქტორსა და შემკრებ-დამამუშავებელ პიროვნებას და ასევე მთელი მასალა ერთად უნდა შეეძინა გამგეობას 400-500 მანეთად. გამგეობამ განაცხადა, რომ მზად იყვნენ შეეძინათ არსებული მასალა, მაგრამ სურდათ ჯერ შეემოწმებინათ და შემდეგ მოლაპარაკებოდნენ მ. კელენჯერიძეს შეძენის პირობებზე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განაცხადეს, რომ აღალო თუთაევის შვილმა, დავითმა დიდუბის ბიბლიოთეკას შესწირა მამის ლიტერატურული ნაწარმოებები და თავის სახლში 5 წლით უფასოდ დაუთმო ადგილი დიდუბის ბიბლიოთეკას, ასევე გამგეობას შესთავაზა, ეს ბიბლიოთეკა გამხდარიყო აღალო თუთაევის სახელობისა, რაზეც გამგეობამ უარი უთხრა, ხოლო შემოწირულობისთვის მადლობა წერილობით გაუგზავნა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მეტეხის ბიბლიოთეკის გამგე ირაკლი თაზიშვილმა, რომ მეტეხის ბიბლიოთეკისთვის ეწოდებინათ: „ბიბლიოთეკა-სამკითხველო მიხეილ გიორგის ძე თუხარლიშვილისა“, რომლის მემკვიდრეები მზად იყვნენ ბიბლიოთეკისთვის შემოეწირათ 300 მანეთი და ასევე რუსული და ქართული წიგნები. გამგეობამ შემოწირულობისთვის თუხარლიშვილის მემკვიდრეებს მადლობა გამოუცხადა, ბიბლიოთეკისთვის სახელის შეცვლაზე კი უარი განუცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე მგელაძე, სერგი გორგაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და ლუარსაბ ბოცვაძე. სხდომაზე განიხილეს „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ გამოცემის საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით „ბუნების კარის“ რედაქტირება იაკობ გოგებაშვილის სურვილით გრიგოლ ყიფშიძეს დაევალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 31 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე წარადგინეს ოზურგეთის საკანცელარიო მაღაზიის მოვაჭრეების, მოსე თალაკვაძისა და სტანისლავ კალატოზიშვილის, თხოვნა, გამგეობას მათთვის კრედიტი 200-დან 400 მანეთამდე გაეზარდა. გამგეობამ ცნობების წადგენისა და განხილვის შემდეგ თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე გამგეობამ ალექსანდრე ჭყონიას წიგნების ანგარიშში გადასცა 35.70 მან., ზაქარია გრიქუროვს – 174 მან., იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში – 100 მან., ასევე გასცა როინაშვილის ნაანდერძევის დასამტკიცებლად – 6 მან., წიგნების გასაგზავნად კონსტანტინე თავართქილაძესთან – 1.14 მან., ილარიონ ჭეიშვილთან – 80 კაპ., ვასილ ბეჟანეიშვილთან – 1.20 მან., მ. გაჩეჩილაძესთან – 80 კაპ. ასევე გაისტუმრეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯები, რამაც ჯამში შეადგინა 420.54 მანეთი.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს პეტრე სიმონის ძე მესხი მუშაობდა მასწავლებლად ლეჩხუმის მაზრის სოფელ ნაკურალეშის სკოლაში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განაცხადეს, რომ იაკობ გოგებაშვილმა საზოგადოების სახელით გამოსცა 200 „საარაკო თავგადასავალი ტახტის მემკვიდრისა“, რომლის საფასურსაც, 70 მანეთს, სტამბისა და ქაღალდის ვალის გასასტუმრებლად საზოგადოებას სთხოვდა. გამგეობამ შიო დედაბრიშვილს დაავალა მოლაპარაკებოდა ი. გოგებაშვილს, რომ უხერხული ადგილები წიგნიდან ამოეშალათ და შემდეგ გადასცემდნენ 70 მანეთს. თუ ეს პირობა მისთვის მიუღებელი იქნებოდა, წიგნი საზოგადოების სახელით არ გამოეცათ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სამსონ თოლარაძე სოფელ კორცხელის სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ეპიფანე ბესარიონის ძე ჯიბლაძე სოფელ ამაღლების სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეორე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ფილიპე მგელაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო არაგვისპირელი, დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე წარადგინეს მარტყოფის ბიბლიოთეკის გამგეობის თხოვნა თანხით დახმარების შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო უარი უთხრა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 თებერვალს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ 1914 წლის ანგარიშში შეცდომა იყო, ერთ წევრი, თომა ბოკუჩავა, სიაში არ იყო შეყვანილი. ხელს აწერს განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წელიწად-ნახევრის წინ ტუაფსეში უფასო წიგნსაცავ-სამკითხველო გაიხსნა. თუმცა სამკითხველოს გახსნის შესახებ ცალკე წერილობითი ნებართვა არ ჰქონდათ და საზოგადოებას სთხოვდნენ დაწვრილებით ცნობებს, რათა მთავრობასთან პრობლემები არ შექმნოდათ. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მიიღეს ორი ცალი წესდება და ათი მანეთის მიღების ბარათი. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ეცნობებინათ წიგნის მაღაზიაში ჰქონდათ თუ არა აკაკის ბროშურები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა დაებეჭდათ. თუ მოეპოვებოდათ ეცნობებინათ რამდენ პროცენტად მისცემდნენ. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 21 იანვარს ტუაფსეს განყოფილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ უგზავნის შემოსავალ-გასავლისა და წევრთა სიებს. იუწყება, რომ ომის გამო განყოფილება კრიტიკულ მდგომარეობაშია და მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქიდან გავიდა. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე ილია (ილიკო) ბეჟანის ძე მგელაძე და მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 21 იანვარს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ საპროცენტო გადასახადის სახით ათ მანეთს უგზავნიდა. სთხოვდა ეცნობებინა რამდენი პროცენტი უნდა შეეტანა მთავარ გამგეობაში. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე ილია (ილიკო) ბეჟანის ძე მგელაძე და მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ტუაფსეს განყოფილებას სწერს, რომ ეგზავნებათ საზოგადოების ორი წესდება. ასევე იუწყება, რომ საზოგადოებამ მათგან გამოგზავნილი 1914 წლის შემოსავლის 20% (ათი მანეთი) მიიღო. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.