რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 ივნისს მარტყოფში აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ბარბარე ბერიშვილმა მწერლის ბიოგრაფია წაიკითხა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 7 ივლისს ალექსი ალექსიძის დაკრძალვას ესწრებოდნენ ეფემია მესხი და ვასილ აბაშიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივლისში მიხეილ კავსაძე თავისი გუნდით სხვადასხვა რაიონში კონცერტის გასამართად კახეთში მიიწვიეს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის ზაფხულში მსახიობი ვასილ აბაშიძე უსახსრობის გამო დასასვენებლად ვერსად წავიდა და კლუბების წარმოდგენებში იღებდა მონაწილეობას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 მარტს საბჭოთა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებიის სახალხო კომისარი და სამხედრო-რევოლუციური საბჭოს წევრი შალვა ელიავა ბათუმში ჩავიდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება აპირებდა 30 000-კაციანი დივიზიის შექმნას, რომლის მეთაური გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი უნდა ყოფილიყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ქართველებმა გაიმარჯვეს. თურქებმა მრავალი ჯარისკაცი და ორი შტაბის ოფიცერი დაკარგეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს ბათუმის ბრძოლაში გიორგი მაზნიაშვილმა ქალაქი ორ მებრძოლ უბნად გაყო – ერთი ნაწილი გენერალ ვარდენ წულუკიძეს დაუქვემდებარა, ხოლო მეორე ნაწილის გენერლად ტიტე ართმელიძე დანიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართული მოლაპარაკება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს პარიზში სასწავლებლად გამგზავრებული თედო სახოკია პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენას ესტუმრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კათოლიკე მღვდელმა მიხეილ თამარაშვილმა ნაწერების დასაბეჭდად გამზადებაში დასახმარებლად თედო სახოკია რომში მიიწვია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ტოსკანის სოფელ კაპოსტრადაში ენის შესასწავლად ჩასული თედო სახოკია, ადგილობრივების ენას ახასიათებდა როგორც უებროდ მშვენიერსა და საოცრად მუსიკალურს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს რომში ჩასული თედო სახოკია მამა მიხეილ თამარაშვილს მისი ნაწერების დასაბეჭდად გამზადებაში ეხმარებოდა. გაწეული სამუშაოს შემდეგ მან პარიზში სწავლის განახლებამდე იტალიაში ორი თვით დარჩენა გადაწყვიტა.

