საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88531

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იმსჯელეს კავკავის სკოლის ანგარიშისა და დიღმის სკოლისთვის გაკვეთილების განრიგის შედგენის შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა თონეთის სკოლისთვის წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის გაგზავნის საკითხი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საქმეთმწარმოებელს დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის წიგნების კატალოგის შედგენა დაავალეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამოყვეს თანხა ხელნაწერის „ცხენების აქიმობა“ დასაბეჭდად.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 13 სექტემბერს სოფელ ოქროყანაში ილია ჭავჭავაძე ივანე პოლტორაცკის დაკრძალვას დაესწრო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის სექტემბრიდან ნიკიფორე კანდელაკი ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ თბილისისა და დუშეთის მაზრებში ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ვრცელი ანგარიში წარუდგენა თბილისის გუბერნატორ გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეს.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის სექტემბერში ივანე ეგნატეს ძე პოლტორაცკი გარდაიცვალა.

1892

ტიპი: ღონისძიება

„ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ ქუთაისში ფუნქციონირებდა სპირიდონ ჯორჯიკიას სასწავლებელი და პანსიონი.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ საფრანგეთის საგეოგრაფიო საზოგადოების წევრ ალფონს პინარტს განზრახული ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წიგნების ბეჭდვის ისტორიის შესახებ ნაშრომის შექმნა.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის მღვდელმა ბიძინა გაბარაშვილმა გაიღო 5 მანეთი.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის დოვლათოვმა მანეთი შესწირა.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომრის თანახმად ავჭალის საჩაიეში ექიმი რაზამატი კითხულობდა ლექციებს ჰიგიენისა და ქოლერის შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომრის თანახმად, თბილისში ავჭალის მოედანზე ილია წინამძღვრიშვილის ინიციატივით ფუნქციონირებდა ღარიბი მოსახლეობისთვის გახსნილი სასადილო, რომელიც დაბალ ფასებში ემსახურებოდა მომხმარებელს.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ ილია წინამძღვრიშვილის ინიციატივით თბილისის ქუჩებში არხების გაყვანას აპირებდნენ.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ ილია წინამძღვრიშვილის წინადადებით თბილისში დაარსდა კარ-ეზოს მეთვალყურეთა რაზმი.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის პ. წერეთელმა მანეთი გაიღო.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის პლატონ ჯაყელმა გაიღო 2 მანეთი.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის გაიოზ ქუთათელაძემ და ი. წულუკიძემ მანეთ-მანეთი გაიღეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომრის ცნობით, შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის იოსებ ელიოზიშვილმა და სპირიდონ გუგუშვილმა მანეთ-მანეთი გაიღეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის" ცნობით, შირაქის ხანძრით დაზარალებულთათვის იოსებ ოქროპირიძემ და გ. კახიანმა მანეთ-მანეთი გაიღეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის გ. დ. ელბაქიძემ და კ. ტაბიძემ 3-3 მანეთი გაიღეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის თეოქთისტე დეკანოზიშვილმა და დათაძემ გაიღეს თითო მანეთი.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის გიორგობიანმა გაიღო 3 მანეთი.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის რაჟდენ შაბუროვმა და პ. გვარამაძემ 5-5 მანეთი გაიღეს.