რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი კლებადობით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დასთანხმდნენ, რუსეთის საიმპერატორო თავისუფალ საეკონომიო საზოგადოებასთან არსებული კომიტეტისთვის მიეწოდებინთ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშები.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893 წლის პირველი სექტემბრიდან სპირიდონ გაბელაშვილი საგარეჯოს ორკლასიანი სასწავლებლის მმართველად გადაიყვანეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის სექტემბერში მარიამ ალექსანდრეს ასული არღუთინსკი ქართველ ხელოსანთა ამხანაგობას სცენისთვის დეკორაციების მიღებაში დაეხმარა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის სექტემბერში გერასიმე ცაგარეიშვილმა იაკობ ფანცხავა მასწავლებლად მიიწვია ბათუმში გახსნილ სასწავლებელში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის სექტემბერში გერასიმე ცაგარეიშვილმა ბათუმში გახსნა სასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ამზადებდა სხვადასხვა სასწავლებელში ჩასაბარებლად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 31 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვალერიან გუნიას, იაკობ გოგებაშვილის, ვასილ კარბელაშვილსა და ალექსანდრე ხახანაშვილისთვის წიგნებისა და რვეულების საფასურის გამოყოფა გადაწყვიტეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 31 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ დააკმაყოფილეს სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებლის მოსე ბურჯანაძის საჩივარი მისი უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 31 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს, მაგრამ არ დააკმაყოფილეს ქუთაისის სახალხო სკოლათა დირექტორის მოთხოვნა სენაკის სკოლის ინსპექტორის თანამდებობიდან სამსონ გიორგის ძე ყიფიანის გადაყენებისა და ამ სკოლაში სწავლების მეგრულ ენაზე შემოღების თაობაზე.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 10 აგვისტოს სოფ. ხაშმში გაიმართა თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეთა ლიტერატურული საღამო, რომელზეც წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის ლექსები და ეპიზოდები მოთხრობიდან „კაცია ადამიანი?!“.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის სკოლის შენობის შესახებ იმსჯელეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, ტომსკის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მათი მოთხოვნის შესაბამისად მიეწოდებინათ საზოგადოების მიერ გამოცემული და მისთვის შეწირული წიგნები.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ მანსვეტაშვილს წიგნისთვის „კიკოლას ნაამბობი“ თანხა გამოუყეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მადლობა გადაუხადეს ბათუმის სკოლის მღვდელ სიმონ გრიგოლის ძე თოთიბაძეს მოსწავლეებისთვის საღმრთო წერილის უსასყიდლოდ სწავლებისთვის.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ დააკმაყოფილეს თიანეთისა და ახალსოფლის მოსახლეობის თხოვნა სასკოლო გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მაღაზიისთვის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა III ტომის შესყიდვა გადაწყდა.

