რეგისტრირებული ფაქტები87109
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ, მასწავლებელმა ირაკლი ჭიპაშვილმა, გამგეობას აუწყა საზოგადოების სიღნაღის განყოფილების საზოგადო კრების გადაწყვეტილება განყოფილების გაუქმების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის პირველ თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილეს. გამგეობის გადაწყვეტილებით, განყოფილებას უნდა ეარსება, თუ ის მთავარ მიზნად ხალხში წიგნების გავრცელებას დაისახავდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლანჩხუთის გამგეობის წინადადება ლანჩხუთში საზოგადოების განყოფილების მუშაობის გაგრძელების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს გამართულ ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების შეკრებას ესწრებოდნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები და დამოუკიდებელი პირები – სამთო მრეწველობის კომიტეტის წარმომადგენელი გ. ნ. აგაბაბოვი, მეწარმეთა წარმომადგენელი ა. ა. ენფიანჯიანცი, თბილისის სავაჭრო-საწარმოო კომიტეტის წარმომადგენელი ა. ა. ხანაგოვი და სხვ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს გამართულ ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების მორიგ შეკრებაზე მიწვეული იყვნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები, დამოუკიდებელი პირები და თბილისის ხის მწარმოებელთა თავმჯდომარეები – ა. ვ. ბელიავსკი და ა. ზ. მადათოვი.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა კონტრევოლუციური საქმიანობის გამო პარტიიდან გააგდეს.
1930
ტიპი: ნასამართლეობა
1930 წელს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა გადასახლებული იყო. კატორღიდან დაბრუნების შემდეგ ის სახელმწიფო კონტროლისა და სამხატვრო საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანეს.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 6 ნოემბერს საგამოძიებო კომისიამ მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავას ფრაქციული და ოპოზიციური საქმიანობისთვის განაჩენი გამოუტანა და ბოლოჯერ გაფრთხილა.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წელს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის პლენუმზე გამოვიდა, სადაც ტროცკისა და ზინოვიევს დაუჭირა მხარი. მიხა ცხაკაიამ გააკრიტიკა ოკუჯავა და თქვა, რომ იგი იმპერიალისტებს ეხმარებოდა.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის რექტორი იყო. სხვადასხვა წლებში მაღალი თანამდებობები ეკავა. ახასიათებდნენ, როგორც რკინის ნერვების მქონე და მტკიცე ხასაიათის მქონე ადამიანს, რომლის გამოსვლებშიც არ შეინიშნებოდა პარტიული გადახრა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის მუშათა დეპუტატად აირჩიეს.
1912
ტიპი: სტატუსი
ილია ჭავჭავაძის ძეგლის რკინის მოაჯირზე მომუშავე ხელოსანთა და მათ თანაშემწეთა დღიური ანაზღაურება, ანგარიშსწორების უწყისების მიხედვით, შემდეგნაირი იყო: ს. ტოროსოვი – 1 მან., ივ. მეგრელიშვილი – 1 მან., სპ. მინდიაშვილი – 1 მან.,30 კაპ., გ. სადაგაშვილი – 1 მან.,60 კაპ., გ. კოკაშვილი – 50 კაპ., ო. მირზოევი – 70 კაპ., შ. ქეშელაშვილი – 25 კაპ., კოშკაძე – 1 მან.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 5 დეკემბერს ლუჩიანო დე ბლასიმ ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის სამუშაოებისთვის 1 000 მანეთი მიიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 დეკემბერს ანჯელო ანდრეოლეტიმ, ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასავლის ნაწილის ჩანაწერის თანახმად, ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის სამუშაოებისთვის 141. 91 მანეთი მიიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 აგვისტოს ვახო დურგლიშვილმა პეტრე მამარაძეს აცნობა, რომ მთლიანად მიიღო სადურგლო სამუშაოებისთვის თავისი კუთვნილი 19 მანეთი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ალექსი ჭიჭინაძე თბილისის ქართულ გიმნაზიაში მეორედ მიიწვიეს დირექტორად. იგი გიმნაზიას სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს, რუსეთის რევოლუციის დროს, ალექსი ჭიჭინაძე ხონის საოსტატო სემინარიის დირექტორად გადაიყვანეს, სადაც 9 წელი მუშაობდა.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წელს ალექსი ჭიჭინაძე საპატიო მიზეზების გამო იძულებული გახდა თბილისის ქართული გიმნაზია დაეტოვებინა. კავკავის ოლქის მთავრობის განკარგულებით თერგის ოლქში ჯერ სახალხო სკოლების ინსპექტორად დაინიშნა, შემდეგ კი ამავე სკოლების დირექტორად – ერევნის გუბერნიაში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წელს ალექსი ჭიჭინაძე, როგორც გამოცდილი ადმინისტრატორი, თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორად მიიწვიეს. იგი გიმნაზიას რვა წელი ხელმძღვანელობდა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს ქუთაისის გუბერნიის ყოფილმა თავადაზნაურობამ ქართული გიმნაზია დააარსა და ალექსი ჭიჭინაძე დირექტორად მიიწვია.

