რეგისტრირებული ფაქტები89840
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ნესტორ გაბრიელის ძე გვამიჩავა ჟორჟიკ ნესტორის ძე გვამიჩავას მამა იყო.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 12 თებერვლის „ცნობის ფურცელი" პოლიევკტე ნიკოლოზის ძე შატილოვის გარდაცვალებას იუწყებოდა. პანაშვიდი 13 თებერვალს ანჩისხატის ტაძარში გაიმართებოდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 17 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა დასმა გამართა წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ იოსებ ივანიძე, ვალერიან გუნია, სვიმონ გოგოლაშვილი (სვიმონიძე), კონსტანტინე შათირიშვილი.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 12 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გ. დ. ღამბაშიძე ექიმი-თერაპევტი იყო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 16 ოქტომბერს კავკასიის სამკურნალო საზოგადოების კრებაზე გაიმართა საზოგადოების თავმჯდომარის არჩევნები. ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა სტეფანე ანანოვმა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში, კეთილშობილთა დარბაზში, ალექსანდრე სუმბათაშვილმა გამართა ქართველ სტუდენტთა საღამო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭიჭინაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1902
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1902 წელს თბილისის მოქალაქეთა კრებაზე მოქალაქეთა მამასახლისმა ევგრაფ ხოსროევმა გამგეობის საქმის მწარმოებელ ჯილაევს მექრთამე უწოდა, რის გამოც მან ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის ოქტომბერში პეტერბურგიდან ქუთაისში ჩავიდა საიდუმლო მრჩეველი, ბარონი ბუკსჰევდენი ბავშვთა თავშესაფრის დაარსების საკითხის მოსაგვარებლად.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქისთავის მოადგილის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის თაოსნობით ქალაქის თეატრში გაიმართა წარმოდგენა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 17 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა დასმა გამართა წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატო გაბუნია-ცაგარელისა, ალექსანდრე კარგარეთელი და ოლღა ლეჟავა.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გიორგი გიორგის ძე კონიევი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი კალისტრატე გიგოს ძე გოგუა თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 19 ოქტომბერს პეტერბურგში გაემგზავრა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარე მელნიკოვი.

