საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92137

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძე, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, ნიკო ალექსის ძე ჯიჯიხია, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ მარიამ ქართველოვისას ლაგოდეხის აგენტობა შესთავაზა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველ იანვრამდე დავით ღოღობერიძემ ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიიდან 800 მანეთი მიიღო, ილია ტოროშელიძემ – 525 და დავით ჩიქოვანმა – 850 მან.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს შალვა ქიქოძე, დიმიტრი ბარნაბიშვილი, შალვა თაბუკაშვილი, ვასილ ძინძიბაძე, ალექსანდრე ცირეკიძე და ელენე რამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ აკაურთის სკოლის (დაარს. 1914 წელს) შესანახად წელიწადში 1452.10 მანეთი იყო საჭირო.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს პროკოფი მუჯირი, ალექსანდრე შვანგირაძე, გიორგი ჭინჭარაძე, გიორგი ჯაკობია და ნიკოლოზ ფირცხალაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ აგენტს სახალხო სკოლებისთვისაც უნდა მიექცია ყურადღება, დაკავშირებული ყოფილიყო მათ მასწავლებლებთან და პრობლემის არსებობისას თვითონ დახმარებოდა ან მმართველობისთვის ეცნობებინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ გერგეთის სკოლის (დაარსდა 1910 წელს) შენახვას წელიწადში 1860 მანეთი სჭირდებოდა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე და ნიკოლოზ ტიმოთეს ძე ფირცხალაიშვილი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდნენ.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლეს შალვა ტროფიმეს ძე თაბუკაშვილი, ალექსანდრე თადეოზის ძე შვანგირაძე, ალექსანდრე გიორგის ძე ცირეკიძე, გიორგი ჭინჭარაძე, სიმონ დიდიმამიშვილი, მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი და გიორგი პავლეს ძე ჯაკობია ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ 1914 წელს დაარსებული ვარიანის სკოლის შენახვას წელიწადში 5978.70 მანეთი სჭირდებოდა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ბარბარე ონისიმეს ასული ვარდოსანიძე საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ვალერიან ახვლედიანი და დავით ნიკიტინი ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს კლემენტი კონსტანტინეს ძე თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას ხელმძღვანელობდა. გამგეობამ 1915 წლის იანვარიდან ივლისის ჩათვლით 17 სხდომა ჩაატარა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ილია გიორგის ძე გოგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ილია გიორგის ძე გოგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მეოთხე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 16 მოსწავლე სწავლობდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს თამარ ასლანის ასული გელოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მესამე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 23 მოსწავლე სწავლობდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მართა ივანეს ძე ჩიხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მეორე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 35 მოსწავლე სწავლობდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის გამგე და პირველი კლასის პედაგოგი იყო. კლასში 51 მოსწავლე სწავლობდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 12 ივლისს კავკავიდან დაბრუნებული გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და ილია აქვსენტის ძე ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სკოლას ესტუმრნენ. ამ დროისთვის სკოლას ჰქონდა საკუთარი შენობა, ფუნქციონირებდა 4 კლასი 125 მოსწავლით.