საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87050

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 აგვისტოს გრიგოლ ყიფშიძემ დიდი თონეთის სკოლის ახლად დანიშნულ მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს მისწერა, რომ პირველ სექტემბრამდე უნდა წასულიყო სოფელში, რათა იქაურ მოხელეებთან ერთად მოემზადებინა სასკოლო შენობა და თავისთვის ბინა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 აგვისტოს გრიგოლ ყიფშიძე სწერს დიდი თონეთის სკოლის ახლად დანიშნულ მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს, რომ პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მას უნდა ჩაებარებინა სკოლის მაგიდები, სკამები, სასკოლო ნივთები და წიგნები მოსწავლეთათვის და სწავლება დაეწყო მაშინ, როცა გამგეობისგან მოუვიდოდა ქაღალდი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს კრების ჩასატარებლად ახალი დღის შერჩევის შესახებ. განჩინების თანახმად, ნაცვლად სამშაბათისა მორიგი სხდომის დღედ შეირჩა პარასკევი.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 12-13 ივნისს დიდი თონეთის სკოლის მეორე განყოფილების გამოცდები ჩაიბარა სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სილიბისტრო თოფურიძის ცნობით, 1881 წლის 27 ნოემბრისთვის სოფელ ნოსირის სკოლაში ირიცხებოდა 42 მოსწავლე ვაჟი და არცერთი გოგონა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი იაზონ ბაქრაძე) თხოვნით მიმართა საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისში, ეცნობებინათ ქუთაისის გუბერნიაში გახსნილ ფილიალთა რაოდენობა და გამგეობის წევრთა შემადგენლობა, რათა შესაძლებლობა მისცემოდათ უმოკლეს ხანში მოეწვიათ განყოფილებათა წარმომადგენლების კრება სამოქმედო გეგმის დასასახავად.

1909

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობა (მდივანი სამსონ ფირცხალავა) აკმაყოფილებს ქუთაისის ფილიალის გამგეობის 6 ოქტომბრის თხოვნას და აცნობებს, რომ ქუთაისის გუბერნიაში გახსნილია 6 განყოფილება: ბათუმში, სენაკში, სამტრედიაში, ხონში, ყვირილასა და ჭიათურაში. წერილში წარმოდგენილია ექვსივე განყოფილების გამგეობათა წევრების სია.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების თბილისის განყოფილების მდივნის სამსონ (სიმონ) გიორგის ძე ფირცხალავას 1909 წლის 7 ოქტომბრის წერილის თანახმად, ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ფილიალის გამგეობის წევრები იყვნენ: თავმჯდომარე გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, სიმონ გურგენის ძე მდივანი, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაშვილი, გაბრიელ სვიმონის ძე ბერძნიშვილი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი, ნიკოლოზ ამბაკოს ძე გოგიტიძე და პეტრე ივანეს ძე მეფისაშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 4 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის გამგეობის სახელზე გაგზავნილ მიწერილობაში ნათქვამია, რომ ქუთაისის გუბერნატორის მხრიდან წინააღმდეგობა არ შეექმნება საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გახსნას. ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნატორი – გენერალ-მაიორი ადამ სლოვოჩინსკი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას 1909 წლის 7 ოქტომბრის წერილის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა (თავმჯდომარე), მღვდელი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე, ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძე, ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე, პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე, მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე და ნიკოლოზ სერგის ძე მესხი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას 1909 წლის 7 ოქტომბრის წერილში წარმოდგენილია ქუთაისის გუბერნიაში შემავალი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის წევრთა სია: გიორგი მახარებლის ძე სიხარულიძე (თავმჯდომარე), ვარლამ კონსტანტინეს ძე ასათიანი, გიორგი დუნდუა, ელისო ივანეს ასული კალანდაძე, ირაკლი მახარობლის ძე სიხარულიძე, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე და ილია ეგნატეს ძე ჯაში.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას 1909 წლის 7 ოქტომბრის წერილში მოცემულია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრთა სია – ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე (თავმჯდომარე), შალვა ანტონის ძე მიქელაძე, პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი, მათე ვასილის ძე ბახტაძე, გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე, ივანე სიმონის ძე შარაშიძე და ლავრენტი ანტონის ძე ჩიმაკაძე.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას 1909 წლის 7 ოქტომბრის წერილის თანახმად, ქუთაისის გუბერნიაში შემავალი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ახალსენაკის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ლუკა გიორგის ძე ჟვანია (თავმჯდომარე), ოლგა გიორგის ასული ხოფერია და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას კანცელარიის მსახური მიხეილ შივოშვილი სთხოვს თებერვლის ჯამაგირს ავანსად. გამგეობამ გადაწყვიტა შივოშვილისთვის ნახევარი თვის ჯამაგირის მიცემა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მწერალ მელანიას დამკრძალავმა დროებითმა კომიტეტმა ამცნო, რომ მწერლის გამოსვენება შედგებოდა ოთხშაბათს 9 თებერვალს, შემდეგ ცხედარს გადაასვენებდნენ სოფელ მელაანში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მწერალ მელანიას დამკრძალავი კომიტეტის ცნობა განსვენებულის შრომების შესახებ. მისი ნაშრომი „ბნელო“ საზოგადოებამ დაბეჭდა 2 000-იანი ტირაჟით და ჰონორარიც სრულად გადაუხადა მწერალს. მან თავისი ნაწერების გამოცემის უფლება წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. გამგეობამ დაადგინა, განსვენებულის ოჯახისთვის 25 000 მანეთი მიეცა მომავალი ჰონორარიდან.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას კანცელარიის მსახურმა მიხეილ შიოშვილმა მეუღლის ავადმყოფობის გამო დახმარება სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, 5 000 მანეთი მიეცა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მაღაზიის ნოქარი მიხეილ დევაძე სთხოვს ერთთვიან შვებულებას ავადმყოფობის მიზეზით. განჩინებით დევაძის თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი და თევდორე კიკვაძე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ავადმყოფობის გამო ერთთვიან შვებულებაში გასული მაღაზიის ნოქარი მიხეილ დევაძე სთხოვს დახმარებას. პრეზიდიუმმა მოსთხოვა ნოქარს სათანადო მოწმობის წარდგენა. გამგეობამ დაადგინა, მიეცა დევაძისთვის მაისის ჯამაგირი ავანსად და 7000 მანეთი დახმარების სახით.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის ბიბლიოთეკის საკითხი. იმ დროისთვის ბიბლიოთეკა სახალხო უნივერსიტეტში იყო გადატანილი. გამგეობამ დაადგინა, რომ ბიბლიოთეკა დარჩენილიყო სახალხო უნივერსიტეტის განკარგულებაში, ვიდრე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება არ მოითხოვდა მის დაბრუნებას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ შივოშვილის თხოვნა მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისთვის მატერიალური დახმარების თაობაზე. პრეზიდიუმი 10 000 მანეთს დაჰპირდა და შივოშვილი ამ გადაწყვეტილების დადასტურებას ითხოვდა გამგეობისგან. გამგეობამ დაადგინა, მიეცა შივოშვილისთვის 10 000 მანეთი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სხდომაზე დავით კლდიაშვილმა სთხოვა 15 000 მანეთი თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის თბილისის თვითმართველობის გამგეობაში გადაცემის საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა, ვექილობის ქაღალდი გაეგზავნა.