საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88454

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 ნოემბერს რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის დამხმარე საზოგადოების კრებაზე გაიზიარეს მ. გარსევანოვის მოსაზრება და მიზანი, რომ კავკასიაში ცხოვრების დონე ყაზახეთის მსგავსად უნდა განვითარებულიყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში განიხილეს აბგარიანცის საქმე. მას თავის ქარხანაში მავნებელი შუშხუნა წყლების დამზადება ბრალდებოდა. სასამართლომ აბგარიანცს 25 მანეთი ჯარიმა დააკისრა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 12 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა ნიკოლოზ დიასამიძის საქმეზე. მას ერთკვირიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც ადვოკატებმა და პოლიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 12 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა სალამბეგოვის საქმეზე. მას ორკვირიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც ადვოკატებმა და პოლიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში სტუდენტ ჯინორიძის დასახამარებლად გამართულ ჭიდაობაზე შეგროვდა 45 მანეთი და 46 კაპიკი. აქედან ფიცრის ქირასა და გადატან-გადმოტანაში დაიხარჯა 2 მანეთი და 50 კაპიკი, თოკების ქირაში – მანეთი, არგანში – 2 მანეთი, ლურსმანსა და სხვა წვრილმანებში – 95 კაპიკი, პოლიციის მოხელეებისთვის – 3 მანეთი, სულ – 9 მანეთი და 45 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის, კალენიკე მესხისა და ქრისტინე დარახველიძის ორგანიზებით სტუდენტ ჯინორიძის დასახმარებლად გამართული ჭიდაობიდან შემოსული თანხიდან 18 მანეთი გაუგზავნეს სტუდენტს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში გაიმართა ჭიდაობა თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის, კალენიკე მესხისა და ქრისტინე დარახველიძის ორგანიზებით ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტის ჯინორიძის დასახმარებლად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის, კალენიკე მესხისა და ქრისტინე დარახველიძის ორგანიზებით სტუდენტ ჯინორიძის დასახმარებლად გამართულ ჭიდაობაზე გამარჯვებულს 18 მანეთი გადასცეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 ნოემბერს, ევგრაფ ხოსროევის განცხადებით, თბილისის გამგეობა საბჭოს დარბაზში ხმოსნების არჩევნებს ჩაატარებდა. ხმოსნები სამი წლის 1887-1890 ვადით აირჩეოდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოტე სიმონის ძე მესხის თამაში სპექტაკლებში „ჟან-ბოდრსა“ და „შეშლილში“ განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა მაყურებელს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სათეატრო კომიტეტი ზამთრის სეზონზე წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისიდან კოტე (იაკობ) სიმონის ძე მესხის მოწვევას გეგმავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უმაღლესმა მთავრობამ თონეთის მაზრის უფროსს, ლევან ჯანდიერს ფასანაურის ფოსტიდან გაქცეული პატიმრების სწრაფად შეპყრობისთვის მადლობა გადაუხადა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი სამმოქმედებიანი კომედიის „რაც გინახავს – ვეღარ ნახავს“ ავტორი იყო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავის ფსევდონიმი ტყვიაველი იყო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ ნიჟარაძის ფსევდონიმი იყო თავისუფალი სვანი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. გაბიჩვაძემ შეადგინა წიგნი „ქართული წერის დედანი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში ი. მურადოვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა „ქართული წერის დედანი“, რომელიც 30 კაპიკი ღირდა და ვინც ოცდაათ ან მეტ ეგზემპლარს შეიძენდა, მას 24 კაპიკად გაუგზავნიდნენ წიგნს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო იოსების ასულ მაღალოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 3251 მანეთი და 90 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო იოსების ასულ მაღალოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე სახნავ-სათესი, საძოვარი, 153 დესეტინა და 440 კვადრატული საჟენი ტყე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში წიგნის მაღაზიას ფლობდა ი. მურადოვი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იოსების ძე მაღალოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 2074 მანეთი და 49 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ იაკობის ძე ცერცვაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 1698 მანეთი და 55 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ივანეს ასულ ოძელოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 10 201 მანეთი და 13 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სალომე ტატოს ასულ ბიჭიკოვს (ბიჩიკოვს) ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 3730 მანეთი და 50 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სალომე ტატოს ასულ ბიჭიკოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 83 კვადრატული საჟენი მიწა.