რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების კომიტეტების დირექტორად თბილისში დაინიშნა ალექსანდრე მანთაშოვი (მანთაშევი).
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 მარტს სპარსეთის ქვეშევრდომის ალი-აბკარ-აბდულ-რახმან-ოღლის ხილის საწყობი გაძარცვა იბრაგიმ-კალბალაი-ოღლიმ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში გაჭირვების გამო იყიდებოდა საბინინის წიგნი „საქართველოს სამოთხე“. ორი კვირის განმავლობაში გაიყიდებოდა ეს წიგნი და ეღირებოდა 8 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 მარტის გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა განცხადება, რომ დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლექსნი თქმულნის“ მესამე კრებული და იყიდებოდა გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში. წიგნის ფასი იყო ორი აბაზი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 მარტის გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ახლადდაბეჭდილი საყმაწვილო წიგნი „რობინზონ კრუზო“, რომელიც ორი შაური ღირდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 მარტს ნაკურალეშის სასოფლო სასწავლებლის მასწავლებელი პეტრე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა ღარიბ მოსწავლეთათვის 7 ეგზემპლარ „ბუნების კარს“ (შედგ. ი. გოგებაშვილის მიერ), ქართული წერის სასწავლო დედანს (ანთ. ჯუღელის, ან ვარლამ გაბიჩვაძის).
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 მარტს მასწავლებელმა პეტრე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სოფელ ნაკურალეშის სასწავლებელში სულ 22 მოსწავლე სწავლობდა, აქედან მეორე განყოფილებაში – 16, მათგან – 2 ქალი, მესამე განყოფილებაში – 6, მათგან – მხოლოდ 1 ქალი, ღარიბი იყო 7 მოსწავლე. პირველ განყოფილებაში ჯერჯერობით არ ჰყავდა მოსწავლეები, მაგრამ იმედი ჰქონდა, შემოიყვანდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებულ ოთხმოქმედებიან კომედიაში „ეხლანდელ სიყვარულში“ ერთგული, ჭკუამოკლე პერონაჟის გეგეს როლი კ. მ. მაქსიმიძემ მარდად, გამბედავად და ჩვეული განცდებით ითამაშა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ძველი სენაკის მაზრის უფროსი ბებურიშვილი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილი წერდა, რომ დიდად დაავალებდნენ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი და სხვა ქართველი ხელოვანები თუკი გადასცემდნენ რაიმეს „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის მოსართავად. დახმარების მსურველებს თავიანთი ნახატები გაზეთ „ივერიისთვის“ უნდა ჩაებარებინათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილი წერდა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის მოსართავად იყენებდა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის მიერ მონასტრების ჩუქურთმებისთვის გადაღებულ ფოტოებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, გასულ კვირას ქართული დრამატული დასის წარმოდგენაზე ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგმა წარმოთქვა სიტყვა, რომ ქართული თეატრი იღუპებოდა და ვასილ ალექსის ძე აბაშიძისა და მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის ხელმძღვანელობით გადაარჩინეს. მან მაყურებელს მადლობა გადაუხადა შეცდომების მოთმენისთვის.

