საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90453

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად დანიშნულ კომიტეტის პირველ კრებას დაესწრნენ სახელმწიფო ქონებათა მმართველის თანაშემწე სნეგირევი, მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლები, ართვინის ოლქის უფროსი შუბინსკი, ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიის მმართველი სიპოვიჩი და კომიტეტის საქმეთმწარმოებელი რიაბჩინსკი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 სექტემბერს ხაშურის თეატრში წარმოადგინეს „შენი ჭირიმე“, რეჟისორი – შალვა დადიანი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს შადიმან მიქიაშვილი სწავლობდა სოფელ მოტყიარის ერთკლასიანი სასწავლებლის პირველ განყოფილებაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ოქტომბერს მიხეილ იშხნელმა გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოაქვეყნა კრიტიკული სტატია „მენშევიკების სიბრძნის ნიმუშები“, რომელშიც ვარაუდი გამოთქვა, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკის შედეგად საქართველოში არსებული ქონება უცხოელების ხელში აღმოჩნდებოდა.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ვიქტორ გამყრელიძე იყო ყოფილი აზნაური.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ვიქტორ გამყრელიძემ მონაწილეობა მიიღო საჩხერის აღებაში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ვიქტორ გამყრელიძის სახლში აღმოაჩინა მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერების ორი დროშა, სურათები და წიგნები.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლიდან ვიქტორ გამყრელიძე იყო სოციალისტ-რევოლუციონერი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ვიქტორ გამყრელიძე დაკავებული იყო მრეწველობით.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ვიქტორ გამყრელიძე ცხოვრობდა სოფელ ზოდში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს შორაპნის მაზრაში დაპატიმრებული ვიქტორ გამყრელიძე საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში გაგზავნა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 74 წლის ვიქტორ გამყრელიძე დააპატიმრა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლიდან ალექსანდრე მაჭავარიანი მემარჯვენე სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს ალექსანდრე მაჭავარიანი სოფელ არგვეთის სკოლის მასწავლებელი იყო.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ალექსანდრე მაჭავარიანი იყო საშუალო შეძლების ყოფილი აზნაური.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ალექსანდრე მაჭავარიანი ცხოვრობდა საჩხერეში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს შორაპნის მაზრაში დაპატიმრებული ალექსანდრე მაჭავარიანი საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში გაგზავნა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 22 წლის ალექსანდრე მაჭავარიანი დააპატიმრა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლიდან იაკობ გოგსაძე იყო მემარჯვენე სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, იაკობ გოგსაძე იყო გლეხი.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს იაკობ გოგსაძე იყო სკოლის მოსწავლე.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს იაკობ გოგსაძე ცხოვრობდა სოფელ ქვაციხეში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს შორაპნის მაზრაში დაპატიმრებული იაკობ გოგსაძე საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში გაგზავნა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 20 წლის იაკობ გოგსაძე დააპატიმრა.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ნიკოლოზ (ნიკო) ალფაიძე იყო გლეხი.