საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87003

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 12 მაისს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „მართალია უნაკლო არ ყოფილა ...“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 12 მაისს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მიიღო დიმიტრი ყიფიანის წერილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრობის კანდიდატების შესახებ.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ბიბლიოთეკის წესდება დაამტკიცეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, კასპის სკოლისთვის – მერხები, ხოლო ნაესაკაოს სკოლისთვის წიგნები და სხვა სასკოლო ნივთები უნდა გაეგზავნათ.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, საზოგადოება სენაკელ მასწავლებელს ოფშკვითში სკოლის გახსნაში უნდა დახმარებოდა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, სტიპენდიები უპირველესად დამამთავრებელი კურსის სტუდენტებზე გაიცემოდა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ კონსტანტინე ყიფიანის თხოვნა ასტრონომიული სურათებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ არ დააკმაყოფილა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 3 მაისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „საზოგადო ჭირს საზოგადო შველა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 3 მაისს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ...“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 2 მაისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ტუსაღებისათვის“.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 2 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას, რომელზეც 1879 წლის ანგარიში განიხილეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ მსახიობი ესტატე იოსელიანი ქართულ თეატრალურ დასში მიიწვია.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „ხიზნების საქმის გამო“ დასასრული.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 27 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „მთქმელს გამგონი ეჭირება“.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „ხიზნების საქმის გამო“ დასაწყისი.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იონა მეუნარგიას წინადადება, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკისთვის მიემართათ.

1880

ტიპი: ავტორობა

მეტეხის სკოლის მასწავლებელმა ზაქარია გულისაშვილმა მისწერა წერილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მისი თქმით, ბავშვების ჭარბი რაოდენობის გამო აკლდათ მერხები და საზოგადოებისაგან ითხოვდა უზრუნველეყო მათი მიწოდება სკოლისათვის.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 25 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „კალიის გამოსვლა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 16 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის სტატია, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „თანდათან უფრო ვრწმუნდებით ...“

1880

ტიპი: ავტორობა

ძიმითის საზოგადოების სკოლის მასწავლებელმა კონსტანტინე კალანდარიშვილმა მისწერა წერილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ამცნო, რომ მიიღო მათ მიერ სკოლისათვის გაგზავნილი ინვენტარი და წიგნები, რომლებიც დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 6 აპრილს ილია ჭავჭავაძე კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეთა ლიტერატურულ საღამოს დაესწრო. საღამოზე ილიას „ელეგია“ წაიკითხეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 5 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს იაკობ გოგებაშვილის წინადადება ბანქოს სათამაშო სახლებში საზოგადოებისთვის შეწირულობის ჩასაყრელი ყუთების დადგმის შესახებ.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 5 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, წიგნებისა და ხელნაწერების შესაგროვებლად ქართველ ინტელიგენციასთან მიმოწერა ეწარმოებინათ.