საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81446

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 მარტს იოანე შანიძემ მიტროპოლიტ ანტონ ქუთათელს მისწერა ჭელიშის მონასტრის ქონების შესახებ, რომელიც მოსახლეობამ მიიტაცა, და ქონების დასაბრუნებლად დახმარება სთხოვა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902-03 წლებში ამბროსი ხელაიამ ნიკორწმინდელი ეპისკოპოსებისა და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრების პირველი ქრონოლოგიური რიგი შეადგინა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 18 დეკემბერს იოანე შანიძემ ქუთაისელ მიტროპოლიტ ანტონ ქუთათელს ჭელიშის ეკლესიის რთული მატერიალური მდგომარეობის შესახებ მისწერა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902-03 წლებში ამბროსი ხელაიას ხელმძღვანელობით ჭელიშის მონასტერში ათეულობით ძვირფასი ხელნაწერი აღმოაჩინეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 აგვისტოს კაცხის მონასტრის წინამძღოლმა ლავრენტი მეტრეველმა ანტონ ქუთათელს ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობაზე გადაყვანა სთხოვა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს მეცნიერმა პრასკოვია უვაროვამ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად რაჭაც მოინახულა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს არისტო ქუთათელაძემ ჟურნალ „მოამბეში“ გამოაქვეყნა სტატია ნიკორწმინდისა და აგარის ტაძრებისა და მათში დაცული ნივთსამკაულების შესაბებ.

1861

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1861 წელს დაბადებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია ჭელიშის მონასტრის ისტორიისა და სიძველეების პირველი მკვლევარი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-03 წლებში, ამბროსი ხელაია ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად ყოფნის დროს, აქტიურ სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა.

1894

ტიპი: ავტორობა

პრასკოვია უვაროვა წიგნში 1894 წელს საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს მის მიერ ნანახი ძეგლების არქიტექტურის, მხატვრობისა და ეპიგრაფიკული წარწერების შესახებ.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 15 სექტემბერს ჭელიშის მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო ამბროსი ხელაია იყო, რაჭის სამღვდელოება შეიკრიბა. სხდომაზე გადაწყდა, შეექმნათ უფასო ბიბლიოთეკები, დაებეჭდათ პატარ-პატარა წიგნაკები წმინდა მამათა და მოწამეთა შესახებ და ხალხში გაევრცელებინათ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902-03 წლებში ამბროსი ხელაიამ დეტალურად აღწერა ჭელიშის მონასტრის ხელნაწერი წიგნები, ასევე ნივთ-სამკაუკლები და მოგვიანებით ჟურნალებში „განთიადსა“ და „ცხოვრებაში“ გამოაქვეყნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს სარგის კაკაბაძემ ორ წიგნად გამოსცა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები. წიგნში რაჭის ეკლესია-მონასტრების კუთვნილი მრავალი სიგელ-გუჯარი დაიბეჭდა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს კლიმენტი ჩიქვანი ნამარნევის მონასტერში ბერად აღიკვეცა.

1848

ტიპი: ღონისძიება

1848 წლის შემდეგ მარი ბროსემ რაჭის არაერთი ისტორიული ძეგლი აღწერა და წარწერები გაშიფრა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902-03 წლებში ამბროსი ხელაიამ აღმოაჩინა „მოქცევაი ქართლისაის“ ჭელიშური ვარიანტი, რომელიც პირველად თავად აღმომჩენმა შეისწავლა და გამოსცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ოქტომბერს სახალხო სახლში ლ. ცაგარლის მიერ თარგმნილი ს. იუშკევიჩის პიესა „ქალაქში“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ოფიცერი ი. პაპუაშვილი I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე აირჩიეს სათეატრო კომისიის წევრები: ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე, გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, ს. ი. ფორაქაშვილი, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი და სხვ.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ოფიცერი ივლიანე ჩახავა I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 15 სექტემბერს ჭელიშის მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო ამბროსი ხელაია, რაჭის სამღვდელოება შეიკრიბა. ყრილობა ხალხში განათლებისა და რწმენის გაძლიერების აუცილებლობას ეხებოდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს მორჩილი ივანე გობეჯაშვილი ჭელიშის მონასტერში მოღვაწეობდა.