რეგისტრირებული ფაქტები89882
სორტირება თარიღი კლებადობით
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს გრიგოლ რობაქიძე განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს საქართველოს სახალხო განათლების კომისარიატი ბეჭდავდა სამსონ ფირცხალავას რედაქტორობით შედგენილ წიგნს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი ეპოქის შესახებ.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს ჰენრიხ გრინევსკი განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს ალექსანდრე წუწუნავა განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს მელიტონ ბალანჩივაძე განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს დიმიტრი არაყიშვილი განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს იაკობ ნიკოლაძე განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს სანდრო ახმეტელი განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს შალვა აფხაიძე განათლების კომისარიატთან არსებულ ხელოვნების კომიტეტში მდივნად მუშაობდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის იანვარში ტიციან ტაბიძემ კლუბ „ქიმერიონის“ პატარა დარბაზში წაიკითხა მოხსენება „ჩვენი სეზონი.“
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის იანვარში „ქიმერიონის“ პატარა დარბაზში ე. წ. „ესთეტიურ საღამოზე“ სიტყვით გამოვიდნენ გრიგოლ რობაქიძე და პაოლო იაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის იანვარში გაზეთ „ბარრიკადის“ რედაქციამ მიიღო შემდეგი წიგნები: ტიციან ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოცემული „რევოლუციის პოეტები“, ნიკოლოზ შიუკაშვილის „სულელი“, ვასილ ბარნოვის მონოგრაფია „არსენა“ და ანატოლი ლუნაჩარსკის „მეფის დალაქი“.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს ლადო გუდიაშვილმა და სერგეი სუდეიკინმა ორ დამხმარე მღებავთან ერთად, (რომლებიც ალბერტ ზალცმანმა გამოგზავნა) მოხატეს „ცისფერყანწელების“ კაფე „ქიმერიონი“.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს ლადო გუდიაშვილსა და სერგეი სუდეიკინს „ქიმერიონის“ მოხატვისას მოუვიდათ უთანხმოება, როდესაც გუდიაშვილმა სუდეიკინი მემარჯვენე მხატვრად მოიხსენია.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა ნიკოლოზ ქართველიშვილსა და ლეკვიაშვილს დაავალა მუსიკის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს ქუთაისიდან თბილისში ჩავიდა ნიკო ლორთქიფანიძე, რომელიც თავის მოთხრობებს დასაბეჭდად ამზადებდა.

