რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის მარტში ქრისტინე შარაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმისეული ბიბლიოთეკის უნივერსიტეტში გადატანის შედეგად ქრისტინე შარაშიძე უნივერსიტეტის შტატში ჩარიცხეს.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918-1920 წლებში ქრისტინე შარაშიძე ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისას მიწვევით ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციაში მუშაობდა.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 1-ელ იანვარს ვადა გაუვიდა საქართველოს მუზეუმის დირექციის ბრძანებას ქრისტინე შარაშიძისთვის ზედმეტ საათებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ.
1933
ტიპი: ღონისძიება
1933 წლის 15 ოქტომბრიდან, საქართველოს მუზეუმის დირექციის ბრძანებით, ქრისტინე შარაშიძეს ზედმეტ საათებში მუშაობისთვის თვეში 100 მანეთი დაენიშნა.
1970
ტიპი: ავტორობა
საგანგებო ბატალიონის გვარდიელების გაერთიანებულმა კრებამ (კრების თავმჯდომარე ჯუღელი და მდივანი ე. ბროკიშვილი) სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის უფროსს სტუდენტი გვარდიელების, დავით ორაგველიძისა და ივანე კვაჭაძის შესახებ მთავარ შტაბში ინფორმაციის გადაგზავნა დაავალა. ჯუღელმა და ე. ბროკიშვილმა ამ პირების შესახებ ოქმიდან ამონაწერი გაუგზავნეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
რაჟდენ მიხეილის ძე ჯიმშელაშვილი მუშაობდა უმცროს გადამწერად, მისი ხელფასი იყო 250 რუბლი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს წითელგვარდიელი კონსტანტინე ფარულავა ნაძალადევის რაიონში მსახურობდა.