საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს თევდორე კიკვაძის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის სამაზრო ერობის სასკოლო განყოფილების თხოვნა 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ ორი თვით 100 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რკინიგზის კულტურის სექციის თხოვნა წიგნების 20%-იანი ფასდაკლებით დათმობის შესახებ. გამგეობამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ფანქრებისა და კალმების შესაძენად სესხის აღების შესახებ. გამგეობამ პრეზიდიუმს ორი თვის ვადით 10 მილიონამდე სესხის აღების ნება მისცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაფიელ ივანეცკის (რ. ინგილოს) წერილი „ქართველ-უდების შუამდგომლობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „პერმანენტული რევოლუცია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 სექტემბრის ,,ერთობა" წერდა, რომ ტყის საბჭოს სხდომაზე ტყეთა ინსპექტორმა ქურდიანმა მარტყოფის სატყეოს შესახებ მოხსენება გააკეთა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა წერილი ხონის რაიონის გამომძიებლის, გერასიმე ხაჟომიას პროფესიული არაკეთილსინდისიერების შესახებ. საქმით დაინტერესებულმა პირებმა საჩივარიც გაუგზავნეს დამფუძნებელი კრების წევრ ვლასა მგელაძეს, მაგრამ ხაჟომია ისევ თანამდებობაზე დარჩა. ისინი იუსტიციის მინისტრს საკითხის გამოკვლევას სთხოვდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 სექტემბერს სანდრო ცირეკიძემ სერგო კლდიაშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც „მშვილდოსნის“ სრული ლიკვიდაცია და შედეგების გამოგზავნა სთხოვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ძველი გზით“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 27 სექტემბერს დავით გარეჯის მონასტრის სამილიციონერო ცხენოსან რაზმსა და მონასტრიდან 2-3 ვერსის დაშორებით ჩასაფრებულ თათრებს შორის სროლის დროს დაიღუპა რაზმის მილიციელი დავით ბართაია.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 27 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ რუსული ენის მასწავლებელი ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი 1-ელი სექტემბრიდან სხვა სამსახურში გადავიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ გამოქვეყნდა განცხადება ქუთაისის სამეურნეო სკოლის საშუალო ოთხწლიან სამეურნეო სასწავლებლად გადაკეთების შესახებ. ხელს აწერს სასწავლებლის მმართველი ალექსანდრე შარაშენიძე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ საავიაციო გუნდის უფროსი ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავის, კაპიტან გრიგორი ვასილის ძე მალაშხიას გარდაცვალების შესახებ წერდა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობა“ სახალხო გვარდიის პირველ ბატალიონში მყოფი, 17 წლის ვარდისუბნელი მიხეილ ილარიონის ძე ქადაგიშვილის დაკარგვის შესახებ წერდა და მნახველს ინფორმაციის მამისთვის შეტყობინებას სთხოვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ გამოქვეყნდა უცხოური ვალუტის ოპერაციის მომწესრიგებელი საგანგებო სათათბიროს  დადგენილება, რომელსაც ხელს აწერენ: სათათბიროს თავმჯდომარე, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ს. ავალიანი, მიწათმოქმედების მინისტრი ნ. ხომერიკი, სათათბიროს წევრები: მომარაგების მინისტრი გ. ერაძე, სახელმწიფო ბანკის მმართველი იას. ლორთქიფანიძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობა“ წერდა, რომ საფრანგეთის წარმომადგენლის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, კონსულმა ნეტემანმა დე მარტელისგან ვრანგელის მთავრობასთან საფრანგეთის უმაღლეს კომისრად დანიშვნის შესახებ ცნობა მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ დიომიდე კოკაია იუწყება, რომ დამფუძნებელი კრების წევრმა ვ. ნოდიამ სოხუმის ოლქის გუმისთის მაზრის რაიონებში ორ თვეზე მეტი დაჰყო. ის ხალხს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო მდგომარეობას უხსნიდა, ინახულა სოფლებიც და ადგილობრივების მოთხოვნებს გაეცნო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის გაზეთ „ერთობაში“ მამა, დეკანოზი ანტონი, და დედა მარიამი იუწყებიან, რომ ავადმყოფობის შემდეგ 26 სექტემბერს სოფ. ერედვში გარდაიცვალა გორის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელი ნინო ანტონის ასული ლომოური.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ია კარგარეთელის წერილი „მოსაგონი დღე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის წერილი „მალლარმე და ნოვალისი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა შალვა კარმელის ლექსი „მეფისტოფელის წამოსასხამი“.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის N114 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ქალთა 1-ლი გიმნაზიის მასწავლებელი ელენე ბუტულაშვილი 10 ოქტომბრიდან ბოდბის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგედ დაინიშნა. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებდა საქმისმწარმოებელი ივანე პეტრეს ძე ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 სექტემბერს იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით გაიმართა კანონების გადამსინჯველი კომისიის სხდომა, რომელზეც მიიღეს კანონპროექტი დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა “ იუწყება, რომ აზერბაიჯანის საგარეო და ფინანსთა კომისარი ჰუსეინოვი და საქართველოს წარმომადგენელი აზერბაიჯანში, ალშიბაია მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიას ესაუბრნენ სატრანზიტო-სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უნდა დაიდოს. 25 სექტემბერს ისინი ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად ბაქოში გაემგზავრნენ.