რეგისტრირებული ფაქტები89450
სორტირება თარიღი კლებადობით
1873
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1873 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ალექსანდრე ერისთავისგან ფული ისესხა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ და ივანე მაჩაბელმა პეტერბურგში შექსპირის „მეფე ლირის“ მეორე მოქმედების თარგმნა დაასრულეს.
1873
ტიპი: მფლობელობა
1873 წლის 26 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ქართველების კრიტიკით გამორჩეულ რუს პუბლიცისტსა და გამომცემელს, მიხეილ ნიკიფორეს ძე კატკოვს, სოხუმის მახლობლად დიდძალი მამულები შეუძენია.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 26 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომმა მალიავინმა ზაალ ჭავჭავაძის მამული 3000 მანეთად შეისყიდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სამოქალაქო გამგეობაში საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელშიც იასონ თუმანოვი, ნაპოლეონ ამატუნი, გიორგი ევანგულოვი და ფიოდორ გერშელმანი მონაწილეობდნენ.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 19 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გორში სატინიკ ჩიმიშკიანისა და სომხური თეატრალური დასის მიერ გამართული სპექტაკლებით ამოგებული 236 მანეთი მაზრის სკოლების საჭიროებებს მოხმარდებოდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 19 ოქტომბერს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლის, რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილის სახლში მევენახეების შეკრება გაიმართა, რომელზეც აგრონომ ზაქარია მიხეილის ძე ზუბალოვის მიერ შემუშავებული ვაზის მოვლის ახალი მეთოდი განიხილეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 19 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, იგორ ნერსესოვისა და არსენ კალანდაძის გამოცემული კრებული „ქალ-ვაჟიანი“ შაურად იყიდებოდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული დავით ჩუბინაშვილი ქართულ-რუსული ლექსიკონის განახლებულ გამოცემაზე მუშაობდა.

