საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90414

1864

ტიპი: გარდაცვალება

1864 წლის მაისში საირხის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი ზაქარია გიორგის ძე მიქაძე გარდაიცვალა.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს იროდიონ მოსეს ძე ნიჟარაძე საყულიის (ზედა) მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს სვიმონ დავითის ძე მჭედლიძე საწაბლის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864-65 წლებში დავით ნიკოლოზის ძე ქოჩიაშვილი სიქთარვის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს გიორგი ლაზარეს ძე ფხაკაძე ფარცხანაყანევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს თომა ივანეს ძე თუთბერიძე ფუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს ქრისტესია მოსიაშვილი ქორეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: გარდაცვალება

1864 წლის სექტემბერში შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი დავით პაატას ძე კვიჟინაძე გარდაიცვალა.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს მათე სვიმონის ძე გაფრინდაშვილი წირქვალის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს სვიმონ ოქროპირის ძე ქუთათელაძე ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864-90 წლებში ბესარიონ პეტრეს ძე ჩხენკელი ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864-66 წლებში იღუმენმა იოსებ ბაქრაძემ შეაკეთა ჭელიშის მონასტრის საწინამძღვრო სახლი, რისთვისაც 100 მანეთი დახარჯა.

1864

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძე 1864 წელს დუშეთის მაზრაში დაიბადა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის 19 დეკემბერს სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იესე ნიკოლოზის ძე ამაშუკელი გარდაიცვალა.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 3 დეკემბერს გამოვიდა მისი უდიდებულესობა იმპერატრიცა მარია ალექსანდრეს ასულის რესკრიპტი ამიერკავკასიის ქალიშვილთა ინსტიტუტის მისი უდიდებულესობა ოლგა თედორეს ასულის მზრუნველობის ქვეშ გადასვლის შესახებ.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 18 ნოემბერს დროებითი განყოფილება, რომელსაც კავკასიის ოლქის სამოქალაქო კეთილმოწყობის საკითხები ევალებოდა, დაექვემდებარა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსს, ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაის.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის 14 ნოემბერს სოფ. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი მარკოზ გიორგის ძე დეკანოსიძე გარდაიცვალა.

1863

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი 1863 წლის 1-ელ ნოემბერს დაიბადა.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 2 სექტემბერს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის მემკვიდრე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი ქუთაისისკენ გაემგზავრა.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 30 აგვისტოს რუსთა „მფრინავმა“ რაზმმა პოლკოვნიკ სემეიკინის ხელმძღვანელობით კავკასიონის ქედის ჩრდილოეთის მხრიდან სამხრეთისაკენ დაიწყო გადმონაცვლება, სტანიცა სტოროჟევაიადან ქალაქ სოხუმისკენ, მარუხის უღელტეხილის გავლით.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 28 აგვისტოს რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი თბილისს ეწვია.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 24 აგვისტოს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის მემკვიდრე საიმპერატორო ტახტზე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი ფოთში ჩამოვიდა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის 10 აგვისტოს სა­კა­ოსა და ძეგ­ლე­ვის წმ. გი­ორ­გის ეკლესიების მღვდელ­ი გიორგი მარკოზის ძე გორდეზიანი გარდაიცვალა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის 28 ივნისს სოფ. ბუეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი სიმონ ნასყიდას ძე სირბილაძე გარდაიცვალა.