საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90513

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი ნეკროლოგის მიხედვით, სტეფანე ახმეტელაშვილი, როგორც სოციალისტი და დემოკრატი, საქართველოს ერთგული დარაჯი, რუსეთში გაგზავნეს, სადაც ტიფითა და უჭმელობით გარდაიცვალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაიბეჭდა წერილი „სოციალისტები და საქართველო. გერმანია და საქართველო“ ნოე რამიშვილისა და კარლო ჩხეიძის მიერ გერმანიის სოციალისტური პარტიის წევრებთან გამართული შეხვედრების შესახებ.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს რკინიგზელი მუშა, სოციალ-დემოკრატი მიხეილ კაკაბაძე, 29 აპრილს კი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 ივლისს დუშეთის სამაზრო მილიციის უფროსი შაქრო მანგიაშვილი მეორედ სთხოვს დახმარებას თბილისის კომისრებს დუშეთის რაიონსა და მის მახლობელ სოფლებში დაბანაკებული ჯარის (რაზმის უფროსი ჩერნოვი) ბარბაროსულ მოქმედებათა გამო: მოსახლეობას სახლებში უცვივდებიან, ეპატრონებიან, ისინი გარბიან, დარჩენილთ სცემენ, ართმევენ საქონელს და სხვ., ანაქიული მოვლენები საშიშ ხასიათს იღებს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ია კარგარეთელი თავისი წიგნის „სიმღერა-მუსიკის სახელმძღვანელო“ ჰონორარიდან 20 000 მანეთს სთხოვდა. განჩინებით კარგარეთელის თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: წევრები – ნინო ნაკაშიძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე და თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა 1-ლი აგვისტოდან ერთთვიანი შვებულება სთხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მოსე ჯანაშვილმა აცნობა, რომ დასაბეჭდად იყო გამზადებული ქართულ-რუსული ლექსიკონი, რომელიც 49 რვეულისგან შედგებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სხდომის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა ავადმყოფობის გამო თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლება ან სამკურნალოდ ხანგრძლივი შვებულება სთხოვა. გამგეობამ კარიჭაშვილს ერთთვიანი შვებულება მისცა 1-ლი აგვისტოდან, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი ნიკოლოზ ჩიგოგიძე დანიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს სახალხო განათლების კომისარიატის პოლიტიკური განათლების მთავარმა გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1917 წლიდან მოყოლებული საზოგადოების ყველა გამოცემა სთხოვა საგამოფენო, სამუზეუმო და საექსკურსიო განყოფილებებისთვის. გამგეობამ დავით კარიჭაშვილის მეთაურობით მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა, თამარ ჯარიაშვლის, ვასილ ედილაშვილისა და პორფირე წირქვაძის თანდასწრებით გააღო საზოგადოების წიგნებისა და ქაღალდების საწყობი N 64 და გამოიტანეს ნაწილი იმ ქაღალდებისა, რომელიც მობარებული იყო საწყობში მასწავლებელთა კავშირის მიერ. მათ ხელახლა დაკეტეს საწყობი, გასაღებები დავით კარიჭაშვილს გადასცეს, ხოლო ბეჭედი – თამარ ედილაშვილს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ დავით კარიჭაშვილმა ოლღა ჭავჭავაძის მომვლელ ქალზე – მარიამ ლავრენტის ასულ ლუკიანოვაზე გასცა ცნობა, რომლითაც მას სოციალური უზრუნველყოფის კომისარიატიდან ოლღა ჭავჭავაძისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი უნდა აეღო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 ივლისის პროტოკოლის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნისა და ქაღალდის საწყობთა გამგის ლავრენტი სანაძის შვებულებაში წასვლის წინ საზოგადოების საწყობები დაკეტეს და საზოგადოების ბეჭდით დაბეჭდეს. ლ. სანოძემ გასაღებები თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილს გადასცა, ხოლო ბეჭედი მდივნის თანაშემწე – თამარ ჯარიაშვილს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 ივლისს ბუდუ მდივანი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 ივლისს ფილიპე მახარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 ივლისს მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სახ. ბუღალტერი ვ. ედილაშვილი სთხოვს ერთთვიან შვებულებას 1-ლი აგვისტოდან. 15 ივლისს გამგეობის კრება არ ჩატარებულა, რადგან დამსწრეთა სიმცირის გამო კვორუმი არ შედგა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბიბლიოთეკარის თანაშემწე ოლღა დემურიშვილი სთხოვს ერთთვიან შვებულებას 16 აგვისტოდან. 15 ივლისს გამგეობის კრება არ ჩატარებულა, რადგან დამსწრეთა სიმცირის გამო კვორუმი არ შედგა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საწყობის გამგე ლავრენტი სანაძე სთხოვს ერთთვიან შვებულებას 18 ივლისიდან. 15 ივლისს გამგეობის კრება არ გაიმართა, რადგან დამსწრეთა სიმცირის გამო კვორუმი არ შედგა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ივლისს სერგო ორჯონიკიძემ კავკასიის კომკავშირის თათბირზე აღნიშნა, რომ აუცილებელი კავკასიის ახალგაზრდების კომუნისტური კავშირების გაერთიანება და მათი შერწყმა რუსეთის ახალგაზრდულ კომუნისტურ კავშირთან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ ბელგიიდან ნოე ჟორდანია გაემგზავრა ინგლისში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ ნოე ჟორდანია ანტვერპენში შეხვდა მუშათა ორგანიზაციას. შეხვედრაზე დე ბრიუკერმა ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული წყობის თავისებურებებზე, თანაგრძნობა გამოხატეს მუშებმაც, საგანგებოდ მოწვეულმა ფ. ლასალის სახ. გუნდმა შეასრულა რევოლუციური სიმღერები და საქართველოს ჰიმნი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის ივლისის ბოლოს კოპენჰაგენში ინტერნაციონალურ სოციალისტურ კონფერენციაზე კარლო ჩხეიძემ ისაუბრა საქართველოს შესახებ. მისი ყველა წინადადება ერთხმად მიიღეს. აღინიშნა, რომ რეზოლუციებთან ერთად უმთავრესი იყო პრაქტიკული ნაბიჯები – სოციალისტებისა და კომუნისტებისგან შერეული კომისიის შექმნა, რომელიც წავიდოდა საქართველოში ქართველი ხალხის ნება-სურვილის გამოსარკვევად მმართველობის ფორმის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის განცხადება მომსახურე პირთათვის ჯამაგირის გაზრდის თაობაზე. გამგეობამ დაადგინა, 1-ლი ივლისიდან გაეცა მომსახურე პირთათვის მათი ყოველთვიური ხელფასის შესაბამისი დახმარება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა ქართველ მოღვაწეთა პანთეონის ტერიტორიის გაფართოებას. დიდუბის ეკლესიის დეკანოზ მირიანაშვილის განცხადების თანახმად, სავსებით შესაძლებელი იყო პანთეონის დასავლეთით მდებარე 6000 საჟენი ფართობის ხეხილის ბაღის შემოერთება. ეს ტერიტორია ქალაქის კომუნალურ განყოფილებას ეკუთვნოდა. გამგეობამ დაადგინა, ეშუამდგომლა ქალაქის კომუნალური განყოფილების წინაშე ამ საკითხთან დაკავშირებით.