საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89902

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტის ღამეს კიაზიმ ყარაბექირმა ბათუმში თურქული ხელისუფლება ჩამოაყალიბა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში აბელ სოფრომის ძე ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაზე გადაწყდა, რომ დემოკრატიულ მთავრობას მოეხსნა თავისი ფრონტი საბჭოთა ძალების წინააღმდეგ და საშუალება მიეცა რევოლუციური კომიტეტის განკარგულებაში მყოფი ჯარისთვის შესულიყო ბათუმის ოლქში მის დასაკავებლად და გარეშე ძალებისგან დასაცავად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართული მოლაპარაკების მონაწილე რუსეთის ყველა წარმომადგენელი ქართველი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 მარტს ჭოროხის რაზმის მეთაურმა ალი რიზა ბეიმ ბათუმის ოლქის ასაღებად თავისი სამხედრო ნაწილები შეტევაზე გადაიყვანა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 მარტს კიაზიმ დირიქმა ბათუმის გუბერნატორის რანგში ქალაქის თურქეთთან მიერთების შესახებ 9-პუნქტიანი ბრძანება გაავრცელა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 17 მარტს ალი რიზამ აღმოსავლეთის ფრონტის სარდლობას აცნობა, რომ ბოლშევიკებმა დაიწყეს ბათუმში სამხედრო ნაწილების მატარებლით შეყვანა და შეუძლებელი იყო მათი შეჩერება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 მარტს კიაზიმ დირიქმა ბათუმში გამოაქვეყნა მიმართვა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ბათუმის დატოვების შემთხვევაში ბათუმის ოლქის მმართველი თავად იქნებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაზე გადაწყდა, რომ რევკომის განკარგულებაში მყოფი ჯარი შედიოდა ბათუმის ოლქში, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და მისი მხედრობისადმი მეგობრულად განწყობილი ძალა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის 16 მარტიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობას რევოლუციურმა კომიტეტმა კუთვნილი ქონება ჩამოართვა. სენაკის ბიბლიოთეკა-სამკითხველო კი განათლების კომისარიატის განკარგულებაში გადავიდა. ფაქტი ხელმოწერით ოლღა ხოფერიამ დაადასტურა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 მარტს ალი რიზამ საქართველოს მთავრობას ბათუმიდან ქართული ჯარის გაყვანა და იარაღის ჩაბარება მოსთხოვა. ქართულმა მხარემ მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 მარტს გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინმა სერგო კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძეს მისწერა, რომ თურქეთის დელეგაცია კმაყოფილი იყო შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც ბათუმი – საქართველოს, ართვინი, არტაანი და ყარსი კი თურქეთს რჩებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 მარტს გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინმა სერგო კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძეს მისწერა, რომ კიაზიმ ყარაბექირი თვითნებურად ცდილობდა ბათუმის, ახალციხისა და ახალქალაქის თურქეთისთვის გადაცემას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 მარტს გიორგი ჩიჩერინმა თურქეთის მთავრობასთან კრემლის სრულუფლებიან წარმომადგენელს, ბუდუ მდივანს მისწერა, რომ წითელი არმიის ნაწილები არ უნდა შესულიყო ბათუმში, ახალციხესა და ახალქალაქში.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბს აცნობა, რომ ბათუმში ქართული სამხედრო და სამოქალაქო მართვის ორგანოები თურქულით ჩაანაცვლა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 მარტს კიაზიმ დირიქმა კიაზიმ ყარაბექირს შიფროგრამა გაუგზავნა, რომ თურქეთის მთავრობისგან არავითარი დირექტივა არ მიუღია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მარტს თურქეთის არმიის მე-11 პოლკის ორი ბატალიონი და ერთი ასეული მაიორ შუქრუ ბეის მეთაურობით აჭარის ხიდთან გამაგრდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 მარტს გრიგოლ ლორთქიფანიძემ რევკომს „რადიოცნობა“ გაუგზავნა – საომარი მოქმედების დროებით შეჩერება და მოლაპარაკებების დაწყება ითხოვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12-13 მარტის ღამეს კიაზიმ ყარაბექირმა ბრძანება მიიღო დაკავებულ ახალქალაქში, ახალციხესა და ბათუმში ანკარის ხელისუფლების ბრძანებით მოხელეები დაენიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12-13 მარტს თბილისში თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა კიაზიმ დირიქმა კიაზიმ ყარაბექირს შეატყობინა, რომ, თუ 24 საათში სხვა ბრძანებას არ მიიღებდა, მასთან მყოფ თურქეთის ჯარის ოფიცრებთან ერთად ქართველების მხარდამხარ ბოლშევიკების წინააღმდეგ დაიწყებდა ბრძოლას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა შეიტყო, რომ ბათუმის ასაღებად წითელი არმიის კავალერისტთა ერთი ბრიგადა ემზადებოდა. მათ როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან უნდა შეეტიათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 მარტს, სანამ ქართველები ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში რუსებს ებრძოდნენ, კიაზიმ ყარაბექირის ბრძანებით თურქეთის მე-7 პოლკის ერთმა ბატალიონმა ბათუმი დაიკავა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 მარტს აჰმედ მუჰთარ ბეიმ აღმოსავლეთის სარდლობას აცნობა, რომ მოსკოვის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 მარტის 12 საათისთვის ჭოროხის სამხედრო დაჯგუფების მე-7 ფეხოსანთა პოლკის მე-3 ბატალიონი მაიორ თალათ ბეის მეთაურობით ბათუმში შევიდა.

1921

ტიპი: ავტორობა

ბათუმის ციხის კომენდანტი ი. ფურცელაძე წერდა, რომ 1921 წლის 11 მარტს ბათუმში შესულ თურქეთის ჯარს ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა დიდი სიხარულით შეხვდა.

1921

ტიპი: ავტორობა

ბათუმის ციხის კომენდანტი ი. ფურცელაძე წერდა, რომ თურქეთის ჯარების პირველი ეშელონი 1921 წლის 11 მარტს, 11 საათზე, შევიდა ბათუმში.