რეგისტრირებული ფაქტები81666
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 11 აპრილის „დროების“ ცნობით, ასათიანს სასულიერო საზოგადოებამ სასულიერო ჟურნალის გამოცემის ნებართვა არ დართო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 11 აპრილის „დროების“ ცნობით, ასათიანი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 11 აპრილის „დროების“ ცნობით, დავით, გიორგი, ალექსანდრე ჯავახიშვილებმა და ალექსანდრე ვეზიროვმა ხოვლეს მოსახლეობას სკოლის ასაშენებლად საჩუქრად მიწა გადასცეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 აპრილის „დროებაში“ მიხეილ წერეთლის სტატია „ვლადიკავკაზი“ დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 აპრილის „დროების“ ცნობით, ა. ევანგულოვმა ქალაქში არსებული სანამუსო სახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გამგეობას მიანდო.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა მთავარდიაკვანი, მგალობელი კ. კარგარეთელი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის გზათა სამმართველოს უფროსი გუნევიჩი ჩერნოგორის გუნბერნიაში გაემგზავრა ახლად დაგებული გზატკეცილების დასათვალიერებლად.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის ზაფხულში, პირველ მსოფლიო ომში, მოკლეს პოდპორუჩიკი სიმონ გიორგის ძე რატიშვილი.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 აპრილის „დროების“ ცნობით, კასპში საროკინის ხელმძღვანელობით კავკასიის ბუნების გამოძიების მოყვარეთა საზოგადოების წევრები იმყოფებოდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 22 აპრილის „დროების“ ცნობით, ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელი ოსმალებთან ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის წმ. ვლადიმირის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 აპრილის „დროების“ ცნობით, გამგეობის სხდომაზე ქალაქის სამმართველოს შტაბის შემცირების შესახებ ი. ელიმირზოვის წინადადებას განიხილავდნენ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ანტონ კეკელია სოფელ ბანძის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლის გამგე იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 თებერვალს ანტონ კეკელია წერს, რომ ანგარიშით N53 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან მიიღო წიგნები და ერთი თვის განმავლობაში მოვალე იქნება 22 მან. და 40 კაპ. გადაიხადოს.