საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92415

ტიპი: ორგანიზაცია

არქიფო დუტუს ძე ჩაჩავას სახელზე გაცემული იყო მოწმობა, რომლის მიხედვითაც შეეძლო უცხოეთში გასვლა. დაკითხვის ოქმის მიხედვით სთხოვენ, რომ თუკი უთანაგრძნობს ბოლშევიკურ პარტიას გამოაქვეყნოს პრესაში განცხადება, სადაც დაწერს, რომ უთანაგრძნობს ახალ ხელისუფლებას და გადმოვიდა მეშევიკური პარტიიდან, არ შეუშლის ხელს აღმშენებლობით სამუშაოებს.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 24 მაისს არქიფო დუტუს ძე ჩაჩავა ბათუმში, დემონსტრაციაზე, დააპატიმრეს. ის აბაშიდან დილის 8 საათზე ჩავიდა ბათუმში, 11-ზე კი დააპატიმრეს და ჩამოართვეს ტყავის საფულე და რამდენიმე პირადი საბუთი.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის ოქტომბრიდან მარტამდე ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე მეტალების ქუჩა N3-ში მდებარე მთავარი სამმართველოს სახელოსნოში მსახურობდა. 1922-1923 წლებში იგი თეატრ „ნაძალადევის“ სუფლიორი იყო.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე სწავლობდა ბაქოში.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 29 დეკემბერს დაკავებულ ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძეს ჰყავდა მშობლები: მამა, გალაქტიონი – 49 წლის, ოქრომჭედელი; დედა, მელანია – 47 წლის, ოჯახის დიასახლისი, მცხოვრებნი თბილისში, დაჩინსკის ქუჩა N106-ში.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წლის აპრილში რაჭის მაზრის სოფელ ბაჯში დაიბადა ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე .

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლიდან ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი იყო.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 29 დეკემბერს ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე დააპატიმრეს თბილისში, ი. დაჩინსკის ქუჩის N106-ში. მას ბრალად ედებოდა ახალგაზრდა მარქსისტთა ჯგუფში არალეგალური მუშაობა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 22 თებერვალს (სხვა საქმის მიხედვით − 14 თებერვალს) სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი სოფელ მელექედურში, საკუთარ ოჯახში, დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა არალეგალური მუშაობა.

1914

ტიპი: ნასამართლეობა

1914-1919 წლებში სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი რევოლუციონერობის გამო ციმბირში იყო გადასახლებული.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901-დან 1905 წლამდე სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, 1906 წლიდან კი – უპარტიო.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს ჩეკას ცნობით სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი წარმოშობით იყო გლეხი, სოციალური სტატუსით – მიწის მუშა.

1924

ტიპი: განათლება

1924 წლის 22 თებერვალს დაკავებული სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტის პირადი საქმის მიხედვით, მან ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის 3 კლასი დაამთავრა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ვასილ გორდელაძე სტამბოლში სავაჭრო აგენტად დანიშნეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი სიო ჭანტურიშვილი ოზურგეთის ერობაში არჩევის გამო საკუთარი თხოვნით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 8 აპრილს დაკავებულ თევდორე იოსების ძე ასათიანს ჰყავდა: მეუღლე, სონია – 28 წლის, დიასახლისი; შვილი, ნათელა – 2 წლის; კუკუნია – 11 თვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს 21 ივლისის დადგენილების სისრულეში მოყვანა და 2 472 ფუთი ფქვილის სამხედრო გზათა უწყებისთვის გადაცემა დაევალა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერობო ნაწილის ინსტრუქტორი ვასილ სოკოლოვი თანამდებობიდან დაითხოვეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

თევდორე იოსების ძე ასათიანი პირველად დაკითხეს 11 აპრილს. მან კითხვებს არ უპასუხა და არც არაფერი აღიარა. შემდეგი დაკითხვა მოუწყვეს 1924 წლის 17 აპრილს. დაკითხვის ოქმის მიხედვით, ასათიანის ერთ-ერთი მეტსახელი იყო „ილო“, ამ სახელზე იღებდა ხოლმე წერილებს ცოლისა და რძლისაგან. მისი მეგობარი, რომელსაც სწერდა ხოლმე წერილებს, იყო არალეგალურად მომუშავე პირი მეტსახელად „მათე“, დაპატიმრებული 1922 წელს და 1923 წელს გადასახლებული რუსეთში, მანამდე კი კაზანში. მეგობრის ადგილსამყოფელი ასათიანმა იმჟამად არ იცოდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოლღა ოვჩინიკოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს ტერ გალუსტოვი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოვანეს გულიანცმა განაცხადა, რომ თავისი ხასა ოლღა ოვჩინიკოვა დამხრჩვალი იპოვა საკუთარ ბინაში, თუმანოვის ქუჩაზე.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

თევდორე (ილო) იოსების ძე ასათიანი მენშევიკების დროს ქუთაისის გვარდიის შტაბის წევრი იყო.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის აჯანყების მონაწილე თევდორე იოსების ძე ასათიანის საქმეში (N24 301) დევს წერილი მეგობრისადმი, რომელშიც ის შიმშილობაზე წერს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მირზოევის ჩიხში გრიგოლ სარქისიანცი ორი უცნობი პირის თანხლებით შეეცადა ელენა გრიგორიევის ქალის მოტაცებას, მაგრამ მეხუთე უბნის კომისრის მიერ მიღებული ზომებით სარქისიანცი შეიპყრეს, ორი უცნობი მიიმალა, ავტომობილის მძღოლი ბოგდანოვი კი სროლის დროს დაიჭრა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 8 აპრილს ქუთაისში დააპატიმრეს 38 წლის თევდორე იოსების ძე ასათიანი, რომელიც იმ დროს მესხეთის ქუჩაზე, იოსელიანის სახლში (ბინა მელიტონ გეგელავას ეკუთვნოდა), ცხოვრობდა.