რეგისტრირებული ფაქტები81811
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნოე ჟორდანიას სახელობის ბიბლიოთეკის გამგეობის თხოვნა ერთ-ერთი გაუქმებული ბიბლიოთეკის წიგნების გადაცემის შესახებ. გამგეობამ მისთვის ნავთლუღის ბიბლიოთეკის წიგნების გადაცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 მარტს თევდორე კიკვაძე, კირილე ნინიძე, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასული ქართველი კათოლიკე მოსწავლეებისა და სტუდენტების თხოვნა 1 900 მანეთით დახმარების შესახებ. თხოვნას ხელი მოაწერა სიმონ აფრიამაშვილმა. გამგეობამ მათთვის 2 000 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საქართველოს სახელოვნო ცენტრის ინიციატივით 14 მარტს ქალაქის საბჭოს დარბაზში გაიმართებოდა კულტურის სფეროს წარმომადგენელთა კრება. სხდომაზე კავკასიის მუზეუმის ფასადის შეცვლის საკითხი უნდა განეხილათ. გამგეობამ კრებაზე დავით კარიჭაშვილის გაგზავნა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის, ჰაიდარ ალის ძე აბაშიძის განცხადებით, ოსმალეთისა და აზერბაიჯანის აგენტების განზრახვა ქართველი მუსლიმანების ბრმა იარაღად გამოყენება, ავანტიურაში ჩაბმა და საქართველოს წინააღმდეგ ამხედრება იყო. მათი მთავარი მიზანი ნავთობის ბათუმით თავისუფლად გატანა იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 მარტს გორის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ინსპექტორმა ივ. სანაყოევმა თავისი სურვილით გორის სასწავლებელში მასწავლებლებად დანიშნა გიკაევი და მ. სანაყოევი. ერობამ ინსპექტორ ივ. სანაყოევს აცნობა, რომ გიკაევი არასაიმედო პირი იყო, გარდა ამისა, იგი მთავარგამგის მიერ არ იყო დანიშნული თანამდებობაზე და მიუხედავად ამისა, გიკაევი კვლავ რჩებოდა სასწავლებელში. გორის ერობას ინსპექტორ ივ. სანაყოევის თვითნებური ქმედებები უკანონოდ მიაჩნდა და დაბალი სკოლების მთავარგამგეს სთხოვდა მისი გორის მაზრიდან გადაყვანას. ხელს აწერდნენ მთავარგამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე, საქმისმწარმოებელი ფიდედვაძე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 11 მარტს სოფელ მელექედურში (გურია) გრიგოლ სპირიდონის ძე ღლონტს დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 მარტს ივანე გიორგის ძე ფალავანდიშვილს საკუთარი სახლიდან (ფომინის ქუჩა N3) გადაასვენებდნენ ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში და იმავე დღეს ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ხერხეულიძე გრიგოლ სპირიდონის ძე ღლონტის სიძე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიშა გრიგოლის ძე ღლონტი გრიგოლ სპირიდონის ძე ღლონტის შვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვალიკო გრიგოლის ძე ღლონტი გრიგოლ სპირიდონის ძე ღლონტის შვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა გრიგოლის ასული ღლონტი გრიგოლ სპირიდონის ძე ღლონტის შვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დარო გრიგოლის ასული ღლონტი გრიგოლ სპირიდონის ძე ღლონტის შვილი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფელ მელექედურში (გურია) გრიგოლ სპირიდონის ძე ღლონტი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შალვა გრიგოლის ძე ღლონტი გრიგოლ სპირიდონის ძე ღლონტის შვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გოგი ნიშნიანიძე თინა ნიშნიანიძის ძმისწული იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ტროფინე სოლომონის ასული ნიშნიანიძისა გოგი ნიშნიანიძის ბებია იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვასილ როსტომის ძე ნიშნიანიძე გოგი ნიშნიანიძის ბაბუა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა ანტონის ასული ყიფშიძისა გოგი ნიშნიანიძის ნათესავი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოთარ აკაკის ძე ნიშნიანიძე გოგი ნიშნიანიძის ძმა იყო.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გოგი (გიორგი) აკაკის ძე ნიშნიანიძის ოჯახი ფლობდა სახლს თბილისში, გუნიბის ქუჩა N8.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 მარტს გოგი (გიორგი) აკაკის ძე ნიშნიანიძეს საკუთარი სახლიდან (გუნიბის ქუჩა N8) გამოასვენებდნენ და წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გოგი (გიორგი) აკაკის ძე ნიშნიანიძე ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.