რეგისტრირებული ფაქტები88290
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წლის 9 იანვრის „დროების“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე და გიორგი წერეთელი ჟურნალ „კრებულის“ რედაქციის თანამშრომლები გახდნენ.
1873
ტიპი: გარდაცვალება
1873 წლის 8 ოქტომბერს ყაჩაღებმა 60 წლის სახალხო მთქმელი დავით ბარძიმის ძე მაჩაბელი მოკლეს.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მოსე ჯანაშვილს აკრძალულ ლიტერატურას აწვდიდა ეგნატე იოსელიანი.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-1914 წლებში მოსე ჯანაშვილი განათლების ოლქის საგამოცდო კომიტეტის წევრი და გამომცდელი იყო.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება იმავე წლის 11 დეკემბერს პეტერბურგის ზამთრის სასახლის ეკლესიაში იმპერატორის ძმისშვილის დიდი მთავრინა ოლგა კონსტანტინეს ასულისა და საბერძნეთის მეფე გიორგი პირველის ჯვრისწერის დანიშვნის შესახებ.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნებული სარედაქციო განცხადების თანახმად, გორში გაზეთის გამოწერის მსურველებს ქრისტეფორე მამაცაშვილისთვის უნდა მიემართათ.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნებული სარედაქციო განცხადების თანახმად, სიღნაღში გაზეთის გამოწერის მსურველებს რაჟდენ ციციშვილისათვის უნდა მიემართათ.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 25 აგვისტოს თბილისის სასწავლებლის დირექცია იუწყებოდა, რომ 1-ელი სექტემბრიდან გორის სასწავლებელში გაიხსნებოდა კლასი გორსა და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები გოგონებისათვის. სწავლის დაწყების მსურველებს უნდა მიემართათ გორის სასწავლებლის ზედამხედველ ნ. კ. გაუსმანისთვის.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნებული სარედაქციო განცხადების თანახმად, ყვარელსა და ლაგოდეხში გაზეთის გამოწერის მსურველებს ალ. მარჯანოვისათვის უნდა მიემართათ.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნებული სარედაქციო განცხადების თანახმად, თელავში გაზეთის გამოწერის მსურველებს ლევან ჯანდიერისათვის უნდა მიემართათ.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნებული სარედაქციო განცხადების თანახმად, ზუგდიდში გაზეთის გამოწერის მსურველებს ალ. ფიფინაშვილისათვის უნდა მიემართათ.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო განცხადება, რომლის თანახმად, სენაკში გაზეთის გამოწერის მსურველებს ნ. დგებუაძისათვის უნდა მიემართათ.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 10 თებერვალს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ კავკასიის ყოფილი მეფისნაცვლის მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ქვრივს ელისაბედ ვორონცოვას გაუგზავნა გარდაცვლილი მეუღლის ბრინჯაოს ბუისტი, რომელიც მისივე სახელობის ხიდზე უნდა დადგმულიყო.

