საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი კირილე (კიაზო) ივანეს ძე ბარნაბიშვილი ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის დის ქმარი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბარბარე ზაალის ასული ონიკაშვილი იყო გრიგოლ ევგენის ძე ონიკაშვილის მეუღლე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ ევგენის ძე ონიკაშვილი ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის დისშვილის ქმარი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა ზაალის ასული ჩიკოიძე-ბარნაბიშვილისა ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბარბარე ბეჟანის ასული ჩიკოიძისა ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის რძალი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 9 თებერვალს დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძეს სიონის ტაძრიდან სოფელ მელაანში გადაასვენებდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბარბარე ზაალის ასული ონიკაშვილისა ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის დისშვილი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ საზოგადოებრივ დაწესებულებათა წარმომადგენლებისგან შემდგარი დამკრძალავი კომიტეტი მწერალ-ბელეტრისტის ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის გარდაცვალებას იუწყებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის, გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინის, ნოტას, აღნიშნა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ორ მოძმე ხალხს შორის კეთილმეზობლური განწყობის დამყარებას ხელოვნურად აბრკოლებდა, და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მთავრობა მომავალში მონახავდა ქართველის ხალხისთვის მისაღებ პოლიტიკურ ენას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მოქანდაკე იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ ნოე ჟორდანიას ბიუსტის დამზადება დაასრულა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში ჩამოდიოდნენ მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობები: კოჩალოვი, ლეონიდოვი, კნიპერი და სხვები.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საფაროვი იყო მოჭიდავე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვალს სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ო. შულგინას ბენეფისი, წარმოადგენდნენ „ქ-ნ ბატერბფლაის“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლღა შულგინა მომღერალი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვალს, კვირას, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მათ შვილ ნინოზე გაზეთებშიც წერდნენ. მისი სახელი დიდი ასოებით ეწერა გაზეთზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვალს, კვირას, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საღამოს ათ სააათზე საქველმოქმედო ღონისძიებაზე მიიწვიეს და აუცილებლად უნდა დასწრებოდა. პრემიერ-მინისტრის მეუღლემ მიიწვია, რომელსაც არასდროს შეხვედრია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვალს, კვირას, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პატარა, მოხატული სპარსული ხელის სარკის ყიდვა შესთავზეს და იყიდა. მხოლოდ მინა ჰქონდა გამოსაცვლელი, რომლის შოვნაც არ იყო რთული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვალს, კვირას, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისთვის ბევრი ნივთი არ შეუგროვებია, მაგრამ რაც შეაგროვა, იმედოვნებდა ყველა შეესაბამებოდა მის გემოვნებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვალს ნოე ჟორდანიას მეუღლემ, რომელიც ხელმძღვანელობდა „ქალთა საზოგადოებას ბავშვთა კეთილდღეობისთვის“ მოაწყო საქველმოქმედო საღამო კაფე „ფრასკატიში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორი გრიგორ ჩალხუშიანი ქვეყნის დატოვების მიზნით საქართველოს მთავრობისგან ნებართვის აღებას ცდილობდა, რისთვისაც თბილისში რამდენიმე დაახლოებული ადამიანი – სამხედრო პირი, საზოგადო მოღვაწე და ვექილი გამოგზავნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მუსტაფა ბეკ ვექილოვი აზერბაიჯანის მთავრობამ საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლად დანიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აპოლონ ისაკის ძე მესხი იყო ექიმი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 20 თებერვლიდან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აარსებდა მოკლევადიან (ოთხთვიან) საბუღალტრო კურსებს მისამართზე: სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბინა, საბჭოს ქუჩა N 11. კურსებზე ჩაწერა შეიძლებოდა პალატის სასკოლო განყოფილების გამგე მიხეილ თაქთაქიშვილთან პალატის ბინაზე ყოველდღე 12-14 საათებში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო თეატრში დაიდგმებოდა ოპერა „ტრავიატა“.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაფიცი ვექილი იესე ბარათაშვილი ფლობდა საკუთარ სახლს თბილისში, ოლღას ქუჩა N20-ში.