საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 19 ივნისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ივანეს ძე მაისურაძე გარდაიცვალა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 20 ივნისის „დროების“ ცნობით, ლევან ჯანდიერი თიანეთის მაზრის უფროსი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში ფშავში საქონლის ჭირი გავრცელდა, მოსახლეობა მაზრის უფროსის, ლევან ჯანდიერის იმედად იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში მიხეილ მაჩაბელი ფშავში სახასო გლეხების ცხოვრებისა და მდგომარეობის შესასწავლად გაგზავნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში „რადუგამ“ დააწესა საჩუქარი იმ პირისთვის, რომელიც ერთმოქმედებიან მხიარულ პიესას დაწერდა. პიესის ერთ-ერთი შემფასებელი ალექსანდრე სუმბათაშვილიც იქნებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 1-ელი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლოღაშვილი სტომატოლოგი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას, ასლი − სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს და მთავარსარდალს, გენერალ ილია ოდიშელიძეს. დეპეშას ხელს აწერდნენ კონფერენციის თავმჯდომარეები: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე ასათიანი, კოტე აფხაზი და ალექსანდრე შანშიაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს, ასლი − სტუდენტთა გამგეობას. დეპეშას ხელს აწერდნენ კონფერენციის თავმჯდომარეები: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე ასათიანი, კოტე აფხაზი და ალექსანდრე შანშიაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის დადგენილებით, მთავარ კომიტეტში სრულუფლებიან წევრებად შედიოდნენ სამაზრო კომიტეტების ყველა თავმჯდომარე, ქუთაისის კომიტეტიდან - თავმჯდომარე და მისი მოადგილე. კონფერენციამ სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩია: გ. ჯანელიძე, ნ. კაიშაური, გრ. ნიჟარაძე, ალ. ლორთქიფანიძე და შ. ბერიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ აირჩია მთავარი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარეებად - ვასილ წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე, წევრებად - სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, შალვა ქარუმიძე, პართენ გოთუა, კონსტანტინე აფხაზი, რაფიელ ინგილო, შალვა ამირეჯიბი, დავით ვაჩნაძე, რევაზ გაბაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, კონსტანტინე ტყავაძე, იასონ ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ახმეტელი, სერგო დანელია, ტიტე მარგველაშვილი, გიორგი წინამძღვრიშვილი, დიმიტრი ჯავახიშვილი, ნიკოლოზ წვერავა, მიხეილ ჯავახიშვილი, ლევან ჯაფარიძე, იასონ ჯავახიშვილი, მიხეილ იშხნელი, ვახტანგ ღამბაშიძე, ნიკოლოზ თავდგირიძე, ალექსანდრე თორაძე, იასონ აფაქიძე, ნესტორ მაღალაშვილი, გიორგი ამირეჯიბი, იოსებ ხანანაშვილი, დიმიტრი დუმბაძე, ელისე პატარიძე, კალისტრატე მისაბიშვილი და ნიკოლოზ დგებუაძე.

პირები
კოტე (კონსტანტინე) ნიკოლოზის ძე აფხაზი სპირიდონ მალხაზის ძე კედია გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე (ვეშაპელი) ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი ვასილ გიორგის ძე წერეთელი ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე ნიკოლაძე გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა იოსებ კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა რაფიელ ალექსანდრეს ძე ივანიცკი (რ. ინგილო) შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი (ამირაჯიბი) (ჩორჩანელი, ფარსმან-ფარუხი) დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე (დ. კახელი, ეკალი) რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი (რ. გ., რაე, ღამურა) ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილი კონსტანტინე იასეს ძე ტყავაძე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) სერგი იოსების ძე დანელია ტიტე თადეოზის ძე მარგველაშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე წინამძღვრიშვილი დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი ნიკოლოზ ესტატეს (ევსტათის) ძე წვერავა მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ადამაშვილი) ლელი (ლევან) ჯაფარიძე იასონ ჯავახიშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე იშხნელი ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე ნიკოლოზ (ნიკო) ყარამანის ძე თავდგირიძე ალექსანდრე დავითის ძე თორაძე იასონ ვარადებულის ძე აფაქიძე ნესტორ მაღალაშვილი გიორგი ამირეჯიბი იოსებ ხანანაშვილი დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე ელისე პატარიძე კალისტრატე მისაბიშვილი ნიკოლოზ დგებუაძე
წყარო

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს შეიქმნა ქართველ მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრები იყვნენ: ტასო ვასილის ასული აბაშიძე, ნ. გამყრელიძე, ალექსანდრა მიხეილის ასული კარგარეთელი, ნინო კოლხიდელი, ბ. ნებიერიძე და სხვ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის მარტში ბეგლარ ახოსპირელი ქართულ თეატრში მსახიობთა ამხანაგობის მიერ დადგმული სპექტაკლების სუფლიორი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის მარტში ვალერიან გუნია ქართულ თეატრში მსახიობთა ამხანაგობის მიერ დადგმული სპექტაკლების რეჟისორი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის მარტში ქართულ თეატრში წარმოდგენილი სპექტაკლის, „ხათაბალას“ რეჟისორი იყო ვასილ აბაშიძე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა ქართულ თეატრში წარმოადგინა ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მეგობრობა“ და ივანე გედევანის ძე გომართელის „დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი“.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ალ. ირ. ნანობაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის ხაზინადარი იყო.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს შეიქმნა ქართველ მსახიობთა ამხანაგობა, რომელმაც 14 მარტიდან ქართულ თეატრში წარმოდგენების გამართვა დაიწყო. ამხანაგობის გასტროლიორი წევრები იყვნენ: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ნინო ჩხეიძე და კონსტანტინე ყიფიანი.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს შეიქმნა ქართველ მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრები იყვნენ: ვასო ალექსის ძე აბაშიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე, გედევან გედევანოვი, ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილი, იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი, ზაქარია მიხეილის ძე საფაროვი და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს დიმიტრი დუმბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წამოადგინეს სპექტაკლი „სიკვდილი ნაპოლეონისა“, რომელშიც თავად მესხმა ნაპოლეონის როლი შეასრულა.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903 წელს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა. 20 წლის განმავლობაში იყო პარტიის წევრი, ასევე სათავეში ედგა რკინიგზელთა კავშირს, არალეგალური მუშაობის დროს კი არალეგალურ მენშევიკურ პროფკავშირებში მუშაობდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სულ გასცა 20644 მანეთისა და 61 კაპიკის ღირებულების წიგნები. 1906 წლის ქშწკგ საზოგადოების წლიურ ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე მიქელაძე გზათა სამინისტროს იურისკონსულტი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე მიქელაძე გზათა სამინისტროს იურისკონსულტი იყო.