საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1852

ტიპი: თანამდებობა

1852 წელს გაბრიელ გოგავა ხომულის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, რომელზეც არტისტებს აკომპანირებას გაუწევდა პიანისტი ე. ნ. გრინელი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 ნოემბერს გაიმართა „საბაღოსნო საზოგადოების“ კრება, რომელზეც ნ. ნ. სპეშნევმა წაიკითხა მოხსენება კავკასიაში ბლეკროტის შესახებ. იგი ამტკიცებდა, რომ ბლეკროტი ნამდვილად იყო საქართველოს ტერიტორიაზე.

1863

ტიპი: თანამდებობა

1863 წელს იოსებ ბეჟანის ძე გამყრელიძე ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესის მღვდელი იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875-86 წლებში რომანოზ გაბრიელის (გიორგის) ძე ხაჩიძე ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს იოსებ ბეჟანის ძე გამყრელიძე ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 20 ნოემბერს ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი რომანოზ გაბრიელის (გიორგის) ძე ხაჩიძე გარდაიცვალა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-92 წლებში სამოელ გრიგოლის ძე დევდარიანი ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ფარნაოზ იოანეს ძე ვეფხვაძე ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-93 წლებში იოაკიმ იოსების ძე გორგაძე ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-05 წლებში სიმონ კირილეს ძე ჭიპაშვილი ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-95 წლებში კონსტანტინე ვასილის ძე ხუსკივაძე ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1904 წლებში რომანოზ გრიგოლის ძე ჭიპაშვილი ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-17 წლებში აბო ხარიტონის ძე ციცქიშვილი ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-06 წლებში კირილე თედორეს ძე ჭიპაშვილი ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-15 წლებში სიმონ გიორგის ძე ხარაძე ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 28 აპრილის „დროების“ ცნობით, ივანე ავალიშვილი ბანკის დამფასებელი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 28 აპრილის „დროების“ ცნობით, ანტონ ფურცელაძე ივანე ავალიშვილის მოადგილედ აირჩიეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 აპრილის გაზეთ „დროების“ ცნობით, სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელთა სხდომაზე დაამტკიცეს ზაქარია ანდრონიკაშვილის წინადადება კრებაზე ხმის მიცემის უფლების შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ავადმყოფი მსახიობის, ბარბარე ხერხეულიძე-ავალიშვილის დასახმარებლად, ქართული დრამატული საზოგადოება ჰერმან მელვილის „სიულივანის“ პრემიერას წარმოადგენდა, რომლის თარგმანიც დავით მესხს ეკუთვნოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ავადმყოფი მსახიობის, ბარბარე ავალიშვილის დასახმარებლად ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა სცენები დავით კეზელის პიესიდან „მიროვოი სუდიასთან“ ელისაბედ ჩერქეზიშვილის, კონსტანტინე შათირიშვილის, ბ. ბ. აბაშიძის, გიორგი კანდელაკის, ალექსანდრე იმედაშვილისა და სანდრო თამაზიშვილის მონაწილეობით.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხელოსანთა ამხანაგობა „შრომამ“ მეჩუქურთმე ა. აფ. ბატანოვი დაიქირავა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ბაქოდან ყუბანის მაზრაში, შემდეგ კი ქალაქ დარუბანდში გაემგზავრებოდა და თბილისში 14 ნოემბერს დაბრუნდებოდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 13 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ს. მილილოვის საქმის განხილვა იყო დაგეგმილი, რომელსაც მოქალაქე გრ. მირზოევისთვის 40000 მანეთის გაბათილებული ვექსილის წარდგენა ედებოდა ბრალად.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მ. ლიხელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მიხეილ მურვანიშვილის კორესპონდენცია „კრილოვის ძეგლი“.