საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90015

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის აგვისტოში თბილისის სახაზინო პალატამ დაადგინა, ქალაქის თვითმმართველობის ზოგიერთი მსახურისთვის გადაეხდევინებინა კანონით დაწესებული გადასახადი თანამდებობაზე დანიშვნის დროს. გიორგი ევანგულოვს უნდა გადაეხადა 500, გამგეობის წევრად ნამყოფ ქრისტეფორე ვერმიშევს – 250 მანეთი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 7 აპრილის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ალექსი მესხიშვილი ქირურგი იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 7 აპრილის „ცნობის ფურცლის" ცნობით, კბილის ექიმი ე. ი. ბალარჯიშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩა N115-ში, გერმანელთა ტაძრის გვერდით, იღებდა.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 7 აპრილის ,,ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ რომ, ს.გ ფარეშოვი იყო თამამშევების ქარვასლის ვაჭარი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 მარტს ქალაქის სხდომაზე ივანე ალადათოვმა განაცხადა, რომ ნავთლუღში საქონლის საკლავი ადგილის გახსნის გამო მნაცაკანოვის ხიდი აღდგენას საჭიროებდა.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 12 მარტის „დროების“ ცნობით, ზურაბ მაკანტალაშვილი ივრის დამზოგველი ამხანაგობის წევრი იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 12 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ონიკაშვილი ივრის დამზოგველი ამხანაგობის წევრი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 12 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ონიკაშვილი ვაჭარი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს როსტოველმა ვაჭარმა პასტუხოვმა მთავრობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა, უფლება მიეცათ, ზანგეზურის მაზრაში (განჯის გუბერნია) სპილენძის მადანი დაემუშავებინა. ადგილები, სადაც მადანი იყო, გლეხებს ეკუთვნოდათ, მაგრამ ისინი თანახმა იყვნენ, პასტუხოვისათვის დაეთმოთ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თელავის მოქალაქემ, იოსებ ბაბუნიძემ გადაწყვიტა სააქციონერო საზოგადოება დაეარსებინა იმ ადგილებში, სადაც რკინიგზა ჯერ არ იყო – თბილის-თელავსა და სიღნაღს შორის, ხონსა და ქუთაისს შორის – და მიმოსვლა ავტომობილების მოძრაობით გაეუმჯობესებინა. საზოგადოებისათვის საჭირო იყო 150 000 მან.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის ქალაქისთავმა გიორგი ევანგულოვმა ხელოსანთა მოურავს მისწერა, განკარგულება გაეცა, რომ ამქრებს კავკასიის გამოფენაში მიეღოთ მონაწილეობა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 აგვისტოს ფინანსთა მინისტრმა დაამტკიცა პროექტი თბილისში სავაჭრო სკოლის დაარსების შესახებ. სკოლის დასაარსებლად ალექსანდრე მანთაშევმა 50 ათასი მანეთი გაიღო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბაქოს მატარებლით თბილისში დაბრუნდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 აგვისტოს გრიგოლ გოლიცინი ბათუმში გაემგზავრა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, მ. იზმირიანი სომეხი ეპისკოპოსი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, ხორენაცი სომეხი ეპისკოპოსი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 11 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა ნ. ვერეშაგინის განცხადება აფხაზეთსა და ჩერქეზეთში ადამიანების დასახლების შესახებ.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 6 მარტის გაზეთ დროების" ცნობით, ხალხი სიღნაღის ანტისანიტარული მდგომარეობის შესახებ ჩიოდა. მათი თქმით, შემოდგომაზე ხმა გავარდა კლუშინის ჩამოსვლასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამისთვის დაასუფთავეს მოედანი, თუმცა შემდგომ ქუჩები ისევ მიავიწყდათ.

1877

ტიპი: ნასამართლეობა

1877 წლის 6 მარტს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა ინფორმაცია ივანე ჯაბადარის, მიხეილ ჩიკვაიძის, გრიგოლ ჟდანოვიჩის, სტეფანე ყანდაშევის, ალექსანდრა ქიქოძის, ეკატერინე გამყრელიძის, ალექსანდრე და ბარბარე ციციანოვების შესახებ, რომელთაც უკანონო საზოგადოების შექმნა, აკრძალული წიგნების გამვრცელება და მკვლელობის განზრახვა ბრალდებოდათ. საქმე სენატში 22 თებერვალს განიხილებოდა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 6 მარტს გაზეთ "კავკაზში" გამოცხადდა განკარგულება - თბილისის უეზდს ჩამოცილდა თრიალეთისა და ლორის საპრისტაო და ბორჩალოს უჩასტკა. დაინიშნა ცალკე გამგეობა, რომლის გამგებლად პორუჩიკი ომაროვი დაინიშნა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 6 მარტს გაზეთ „დროებაში" არტემ დავითაშვილის სტატიის „ორი თვე სამშობლოში" მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1877

ტიპი: სახელი

1877 წლის 6 მარტის გაზეთ „დროების" ცნობით, პარიზიდან მოსული დეპეშით ირკვეოდა, რომ რუსი გენერალი ეგნატიევი ინგლისთან სამშვიდობო მილაპარაკებებს აწაროებდა.

1877

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1877 წლის 6 მარტს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ფოთთან, რიონში საქონლით სავსე პორომი დაიღუპა. საქონლის ფრანგმა მეპატრონემ ბორნის დაღუპვის ადგილას მცურავი ვოდოლაზი ჩაგზავნა და რამდენიმე ყუთი და კასრი ამოაღებინა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ალექსანდრე ბაქრაძემ გიორგი კვიჟინაძემ და კოლა თაქთაქიშვილმა ამ უკანასკნელის ეზოში მეორე წარმოდგენა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ გამართეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს კოლა თაქთაქიშვილის ეზოში გამართულ წარმოდგენაში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ მონაწილეობდა მისი მეზობელი ლექსო ენუქიძე, რომელმაც არტემ ივანიჩის როლი შეასრულა.