რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით ივანე და ნიკოლოზ ანდრიას ძე ყიფშიძეები მეუღლეებითურთ: ნინო ბესარიონის ასული და დარია ვასილის ასული ყიფშიძეები აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ 8 დეკემბერს, დილის 10 საათზე ქაშუეთის ეკლესიაში გადაიხდიან დის, ანეტა ყიფშიძის პანაშვიდს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის" მეშვეობით ქვრივი მარიამ გიორგის ასული შერმაზანოვი და ქალიშვილი თამარ სერგოს ასული შერმაზანოვი აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ სერგო გიორგის ძე შერმაზანოვის წლისთავის წირვას გადაიხდიან 8 დეკემბერს ხოჯევანქრის სასაფლაოს ეკლესიაში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით ქვისლები: დარჩო დივანოვი და არტაშ მიქელოვი მეუღლეებითურთ: ეკატერინე გიორგის ასული დივანოვი და სათენიკ გიორგის ასული მიქელოვი ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებენ, რომ სერგო გიორგის ძე შერმაზანოვის პანაშვიდს გადაიხდიან ხოჯევანქის სასაფლაოს ეკლესიაში დილის 11 საათზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 დეკემბერს ცხინვალში გაიხსნა პირველი ოსური გიმნაზია, რომლის დირექტორი ღვთისმეტყველების კანდიდატი, ბიძინა კოჩიევი იყო. ის ოსურ და გერმანულ ენებს ასწავლიდა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, 1918 წლის 8 დეკემბერს სილოვან ნიკოლოზის ძე ერქომაიშვილის გამოსვენება გაიმართებოდა ბინიდან (პუშკინის ქ. N 27), წირვა და პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში, დაკრძალავდნენ წმინდა ნინოს სასაფლაოზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს კოტე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულ ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე განიხილეს თავადაზნაურობის დაწესებულებებში მოსამსახურეთა ნივთიერი დაკმაყოფილება ამ დაწესებულებათა ლიკვიდაციის გამო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე ეროვნული საბჭოს ქონებათა გამგემ, გიორგი გვაზავამ განაცხადა, რომ თავადაზნაურობის დაწესებულებებში მოსამსახურეთა უზრუნველყოფის საკითხის განხილვა ნაადრევია, რადგან ახალი გამგებლობა ძველი თანამშრომლების დათხოვნას არ აპირებს და თუ ასე მოხდება, რა თქმა უნდა, ასეთი მოსამსახურეები დაკმაყოფილებულნი იქნებიან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომის დადგენილებით, თავადაზნარობის დაწესებულებების მომსახურენი უსამსახუროდ დარჩენის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნებოდნენ დახმარებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომის დადგენილებით ქონების ჩაბარების და საქმეთა გადაცემის დროს, ეროვნულ საბჭოს აგრეთვე სათანადო ორგანოს მოსამსახურეთა სია უნდა გადაცემოდა, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა თითოეულის თანამდებობა, ხელფასის ოდენობა, მსახურობის ხანგრძლივობა და სხვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე წარადგინეს ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულო მოსამსახურეთა სია: ილია ზურაბიშვილი, კონსტანტინე შათირიშვილი, ირაკლი თაზიშვილი, გრიგოლ იორდანიშვილი, დავით საყვარელიძე, ილია ალექსეევი, ტიხონ მხეიძე, მამედ კირჩხელი, დავით ვაჩნაძე, ბარნაბა გამსახურდია, დიმიტრი ფალავანდიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომაზე წარადგინეს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტები (ნასყიდობის და გირავნობის აქტები).
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე დიმიტრი ჩოლოყაშვილმა წარადგინა 1908 წლის 2 აგვისტოს დათარიღებული ელექტროსადგურის ნასყიდობის აქტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომაზე წარადგინეს 1910 წლის 23 დეკემბრით დათარიღებული პირობის წერილი თავადაზნაურობასა და რუს-აზიურ ბანკს შორის, კახეთის რკინიგზის აქციების განაღდების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომაზე წარადგინეს 1913 წლის 6 აპრილით დათარიღებული პირობის წერილი თავადაზნაურობასა და რუს-აზიურ ბანკს შორის, კახეთის რკინიგზის აქციების განაღდების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომაზე წარადგინეს წერილი თავადაზნაურობასა და აზოდოვის ბანკს შორის 550 000 მანეთის სესხის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომაზე წარადგინეს ნასყიდობის აქტი "საგაბაშვილო თხინვალის" მამულის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომაზე წარადგინეს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკისგან თავადაზნაურობის მიერ შეძენილი "ატენის" მამულის ნასყიდობის აქტი.

