რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე გერასიმეს ძე სარაჯიშვილის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 14 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ სახაზინო განცხადებაში თბილისის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე გარდაცვლილი მარიამ ჯამბაკურიან-ორბელიანის მემკვიდრეებს მოუწოდებდა, კანონით დადგენილ ვადებში განეცხადებინათ თავიანთი კანონიერი უფლება თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში მდებარე უძრავ და მოძრავ ქონებაზე.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ოჰანეზ აფრიამას ძე აფრიამოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 24 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით რაჭის მაზრის უფროსი, თავადი ჩიჯავაძე წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1871
ტიპი: ავტორობა
1871 წლის 27 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ დიმიტრიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პირველი ნაწილი ნიკოლოზ ყიფიანის წერილისა „ბიბლიოგრაფია“ ალმანახ „კრებულის“ პირველი და მეორე გამოცემის შესახებ, რომელშიც დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელო“, ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ და გიორგი წერეთლის „ჯიბრი“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ნინო გოგნიაშვილმა 1904 წლის ქართული საღამოს მხატვრული პროგრამა შესწირა.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 11 ივლისს გორის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ილია სოლომონის ძე თურქესტანიშვილის მამული სოფელ თელაგორაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის, 2500 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1967
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 27 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ციმბირში გადასახლებული ძმების, გაბრიელ და რაფიელ ილაშვილებისათვის ჩამორთმეული მამული სიღნაღში.
1871
ტიპი: ავტორობა
1871 წლის 9 აპრილს გაზეთ „დროებაში“ დიმიტრიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ნიკოლოზ ყიფიანის წერილისა „ბიბლიოგრაფია“ ალმანახ „კრებულის“ პირველი და მეორე გამოცემების შესახებ, რომლებშიც დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელო“, ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ და გიორგი წერეთლის „ჯიბრი“.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 5 თებერვალს თბილისის გუბერნიის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გიორგი, კონსტანტინე და ელიზბარ ერისთავების მამული გორის მაზრაში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 5 თებერვალს თბილისის გუბერნიის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო კნეინა ბარბარე იორამის ასულ ციციშვილის მამული გორის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს ელენე ელიზბარის ასულმა ამაშუკელ-წერეთელმა 20 წიგნი გადასცა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 10 მარტს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ ჟურნალ „სომხის ქვეყნის“ რედაქციამ აღმოაჩინა და ფოტოგრაფიულად გაამრავლა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის, გევორქის IV-ის პორტრეტი, რომელიც ათ შაურად იყიდებოდა ენფიანჯიანცის წიგნის მაღაზიაში.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 28 მარტს ქუთაისის მაზრის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად გიორგი თეიმურაზის ძე აგიაშვილის სახლი ქუთაისის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 1-ელ მაისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე იოსების ძე შალიკაშვილის მამული სიღნაღის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

