საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „ადგილობრივი თვითმმართველობა“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მამა დავითის ტაძარში ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 3 წლისთავზე პანაშვიდი გადაიხადა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ე. ლ. ვედენეევი გაემგზავრა პეტერბურგში. მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა მისი მოადგილე ინჟინერი ი. ს. შაიკევიჩი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 18 ოქტომბერს მევენახეთა და მეღვინეთა კრებაზე ი. ი. ტუსკაევმა წაიკითხა მოხსენება „მევენახეობა თერგის ოლქში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ილია ჭავჭავაძის ხსოვნას“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის სტატია „იაპონური თეატრი და ხელოვნება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო დავითის ასულ გოგოლაძის ლექსი „უდაბნოს ვეგდე, გულ-დაკოდილი...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის მოთხრობა „უენო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალუსტ შიხიანცის ლექსი „ჟუჟუნა წვიმას“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „რეპერტუარის ხასიათი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბარბარე ისაკის ასულ ხოსიტაშვილის ლექსი „ბედის სიმღერა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სტატია „გახსენება თეატრის შესახებ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძისა და იონა მეუნარგიას დეპეშა ნატალია გაბუნიას გარდაცვალების გამო.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ეფროსინე ჭიჭინაძემ სანკტ-პეტერბურგის უმაღლესი საქალებო სასწავლებელი დაამთავრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 ივლისის „დროების“ ცნობით, ბიაზი ერთ-ერთ გაზეთს დაუპირისპირდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ეფროსინე ჭიჭინაძის ინიციატივით გახსნილ მოსამზადებელ სასწავლებელში სწავლის საფასური წელიწადში 45 მანეთი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგმა თბილისის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელს 423.50 მანეთი შესწირა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ფოთში ნიკო ჩიტაიას მაღაზია გატეხეს და 500 მანეთის ვერცხლისა და ოქროს ნივთები წაიღეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 ივლისის „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატია „თუ შრომა არა, შრომის სამაგიერო მაინც“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 ივლისის „დროების“ ცნობით, ს. დვალის ბოროტმოქმედების შესახებ გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 ივლისის „დროებაში“ ილია ზარაფიშვილის სტატია „ხმა ქიზიყიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 ივლისის „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ივლისის ბალანსი, რომელსაც ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, ივანე მაჩაბელი და ხ. ხაჩატურიანი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი წერეთელი სურათებიანი ჟურნალის გამოცემისთვის ნებართვას პეტერბურგიდან ელოდებოდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დეპეშა ნატალია გაბუნიას გარდაცვალების გამო, რომელსაც ხელს აწერენ სოფიო ნაკაშიძე, გიორგი ჟურული, გრიგოლ ელიავა, ნინო ქიქოძე, ლეონიდ ქიქოძე, ანდრია დეკანოზიშვილი და გიორგი ელიავა.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წელს გიორგი მოგელაძე სუხჩის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.