საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აპოლონ ივანეს ძე წულაძის წერილი „ჭიათურის სცენა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 16 ივნისს სახალხო სახლში ქართულმა დრამატულმა დასმა ვალერიან გუნიას „და-ძმა“ წარმოადგინა.

1812

ტიპი: თანამდებობა

1812 წელს ბესარიონ მახარობელას ძე გიორგაძე ვანის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ინჟინერი გიორგი დეკანოზიშვილი იღებდა შეკვეთებს შემდეგ საინჟინრო სამუშაოებზე: მადნეულის – ნავთი, ქვანახშირი, ვერცხლი, სპილენძი და სხვ. – გამოკვლევა; წყლის გამოყვანა სასმელად და მამულის მოსარწყავად; სადავო საქმეების ექსპერტიზა; გეგმის შედგენა და სხვ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის სასწავლებელთა გამგე-კომისიაში აღიძრა საკითხი თბილისის დედათა პროფესიულ სკოლაში ხაზვა-ხატვის მასწავლებლად ქალი მიეწვიათ. კომისიამ განიხილა საკითხი და გადაწყდა, სასწავლო წლის ბოლომდე ხატვის მასწავლებლად გალუბცოვი დაეტოვებინათ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 30 აგვისტოს იაკობ ნიკოლაძის მიერ პარიზში ჩამოსხმული ძეგლი „საქართველოს მწუხარება“ ილია ჭავჭავაძის საფლავზე დადგეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 30 ოქტომბერს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომაზე ამბარცუმ არაქელიანცმა წაიკითხა მოხსენება: „ბაბიზმი, როგორც მომავალი სარწმუნოება სპარსელებისა“.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს წყალთა ინსპექტორ პეტროვის თავმჯდომარეობით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა გაერკვია მტკვრის კალაპოტის საზღვრები სახლების უსაფრთხო მანძილზე ასაშენებლად.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წელს გრიგოლ ბეჟანის ძე წინამძღვრიშვილმა რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნა გრიბოედოვის ლექსი „ვაი ჭკუისაგან“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 მაისს ზუბალაშვილების სახალხო სახლში წარმოადგინეს „ფული და ხარისხი“ და რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 12 ივნისს ავლაბრის თეატრში ახალი დრამის ამხანაგობამ წარმოადგინა ყაზარ კარაპეტიანის მიერ ქართულიდან სომხურ ენაზე თარგმნილი ტრიფონ რამიშვილის პიესა „ექიმი აშირბაჯიანი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 6 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „სახალხო სახლი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივნისს სახალხო სახლში მოაწყვეს ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ ლიტერატურული გასამართლება და წარმოადგინეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილის პიესა „აშენდა საქართველო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „წარმოდგენები სოფლად“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „სათიბში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ყვავილები“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 მაისს გიორგი ჩუბინიშვილმა და ნიკოლოზ ელიოზიშვილმა ზუბალაშვილების სახალხო სახლში ელისაბედ ჩერქეზიშვილის თაოსნობით გამართულ კონცერტზე იმღერეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატიის „დასავლეთ-ევროპული მოდერნიზმის ძირითადი მოტივები“ მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბარბარე ისაკის ასულ ხოსიტაშვილის ლექსი „ლოცვა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ოთხმოქმედებიანი პიესის „რეაქცია“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო დავითის ასულ გოგოლაძის მოთხრობა „ბულბულის გოდება“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ი. ი. დიასამიძემ კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე ბიბლიოთეკის კარადა გაიტანა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ გორგაძის ლექსი „სარდაფში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „ნისლი“.