საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 თებერვალს ქართულ თეატრში გამართულ მარო მდივანის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესები „შურისძიების ღმერთი“ და „დრამატული გამგეობის წევრი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის, მიმქრალის ფსევდონიმით, ლექსი „... ოხ, ნუ ჩამოჰკრავ ბროლის თითს ჩონგურს ...“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 18 თებერვალს ქართულ თეატრში გამართულ იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესა „დანაშაული და სასჯელი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის წერილი „ჩემი შენიშვნები“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს დიომიდე ჩხაიძემ მადლობა გადაუხადა ეგნატე სიმონის ძე ჯინჭარაძეს ერკეთის სახალხო სამკითხველოს სასარგებლოდ ფულის შეგროვებისათვის.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „გაჰქრა ოცნება!..“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის, ნარვალის ფესვდონიმით, სტატიის „დრამის მოკლე ისტორია“ მე-4 ნაწილი.

1861

ტიპი: გარდაცვალება

1861 წლის 15 მაისს ნახშირღელის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ სვიმონის ძე კლდიაშვილი გარდაიცვალა.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს ბესარიონ სვიმონის ძე კლდიაშვილი ნახშირღელის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ბესარიონ სვიმონის ძე კლდიაშვილი ნახშირღელის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფელ ერკეთის სახალხო სამკითხველოს ფული შესწირეს ქიშვარდი ივანეს ძე თოდრიამ, იგორ ს. თოდრიამ, ნ. კეკელიძემ, ფრიდონ შარაშიძემ, კ. მგალობლიშვილმა, ვლ. შარაშიძემ, ალ. კალანდაძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფელ ერკეთის სახალხო სამკითხველოს ფული შესწირეს გ. კალანდაძემ, ამბაკო კეკელიძემ, კ. ზ. კეკელიძემ, მ. ლ. კეკელიძემ, ს. მგალობლიშვილმა, გიორგი ლ. ჯორჯაძემ, ვახტანგ მგალობლიშვილმა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის 16 ნოემბერის სხდომაზე თბილისის ქალაქის გამგეობამ ხმის უმეტესობით აბესალომოვის სტიპენდია დაუნიშნა წმ. ნინოს სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის მოსწავლე თამარა მთავრიშვილს, ვაჟთა I გიმნაზიის II კლასის მოსწავლე ლევან ავაქოვს, დედათა III გიმნაზიის II კლასის მოსწავლე რიფსიმე მოსესოვს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სოფელ ერკეთის სახალხო სამკითხველოს ფული შესწირეს ოქროპირ ჩანტლაძემ, იგორ ჩანტლაძემ, კაპიტო ანთაძემ, ლევან კეკელიძემ, შიო ანთაძემ, ნესტორ ანთაძემ, ანტონ ვაჩეიშვილმა, მ. ბახტაძემ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ცხინვალის ქსენონის გამგე ექიმი ცისკარიშვილი გუბერნატორის განკარგულებით თელავის მაზრის ექიმად დაინიშნა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს ბარბარე მელიქიანს სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავი შეუსრულდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატიის „ქართული დრამატული სკოლა“ მე-2 ნაწილი.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წელს ლუკა პეტრეს ძე ვერულაშვილი ნახშირღელის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს კონსტანტინე ნიკოლოზის ძე შათირიშვილი სახალხო თეატრის რეჟისორი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ გლახაშვილის სამმოქმედებიანი დრამის „წყურვილი“ მე-4 სურათი.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წელს პანტელეიმონ გიორგის ძე ავალიანი ნამოხვანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის მეთაური წერილი „ჩვენი თეატრი და საზოგადოებრივი მიმდინარეობა“.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 18 იანვარს დიმიტრი სვიმონის ძე ქავთარაძემ საწამლავით მოიკლა თავი.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დიმიტრი სვიმონის ძე ქავთარაძემ ლექსების წერა 1908 წელს დაიწყო. იგი დემონის ფსევდონიმით წერდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს სომეხი მსახიობი ოვი სევუმიანი სახალხო თეატრის რეჟისორი იყო.