რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დამფუძნებელი კრებისთვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს პირველდაწყებითი უმაღლესი სკოლების ნაციონალიზაცია მთელ დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ პირველ კლასში განხორციელდა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის ივლისში ნაძალადევში მხეცურად მოკლეს ქართული კლუბის მსახური ჭიჭიკო რუხაძე.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის ივლისში პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობის გამო პასუხისგებაში მისცეს თბილისის საბჭოს ხმოსანი კალენიკე გოგიბერიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივლისს გაიხსნა კავკასიის ოლქის მზრუნველ ნ. თ. რუდოლფის პროექტით აშენებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას რაჟდენ არსენიძე და პავლე საყვარელიძე დაესწრნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ი. ჩერქეზიშვილს მიენდო კორპორატიული უფლებები. სხდომა/კომისიამ დაადგინა, რომ ყოველი თავი დაესაბუთებინათ. რ. არსენიძეს დაევალა მოქალაქეობის დებულებათა საბოლოო დასაბუთება, პ. საყვარელიძეს კი ტერიტორიული გამიჯვნისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს მარო მაყაშვილი დაესწრო წარმოდგენას „მარგარიტა გოტიე" ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობაზე ფილიპე გოგიჩაიშვილი დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი; საბჭოს მდივანი – დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას დასამტკიცებლად წარუდგინა დღის წესრიგი: 1. შემოსული კანონპროექტების სათანადო კომისიებისათვის გადაცემა, 2. ჯაშუშობის საქმეთა კომისიის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა, 3. სახელმწიფო კონტროლიორის არჩევა, 4. ეროვნული საბჭოს რეგლამენტის განხილვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონპროექტი ქალაქგარეთ მდებარე მამულებზე ნასყიდობის, ან საკუთრების უფლების შეზღუდვის აქტების შედგენის შესახებ, გადაეცა აგრარულ და იურიდიულ კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, საგამოძიებო ნაწილის შეცვლის შესახებ კანონი გადაეცა იურიდიულ კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ყოფილი საეკლესიო სამრევლო სკოლების მასწავლებელთა ჯამაგირით დაკმაყოფილების კანონპროექტი გადაეცა განათლებისა და საფინანსო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ქუთაისის გუბერნიის მე-3 და მე-4 რაიონების ყოფილ საეკლესიო-სამრევლო სკოლების მასწავლებელთა დღიური ჯამაგირის დაკმაყოფილების კანონპროექტი გადაეცა განათლებისა და საფინანსო კომისიებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი, იოსებ აბაკელია) თელავის პროფესიონალური სკოლის დახმარების კანონპროექტი განათლებისა და საფინანსო კომისიებს გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მიიღეს კანონპროექტი ჯაშუშობის საქმეთა კომისიის გაუქმების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ერთხმად მიიღეს კანონი სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობის დაარსების შესახებ.

