რეგისტრირებული ფაქტები93145
სორტირება თარიღი კლებადობით
1939
ტიპი: ღონისძიება
1939-1942 წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს არტემ ახნაზაროვი არ მსახურობდა წითელ არმიაში.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939-1943 წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს ივანე მაჭავარიანი არ იმყოფებოდა გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939-1943 წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს ივანე მაჭავარიანი არ მსახურობდა საბჭოთა არმიაში.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939-1945 წლებში სამამულო ომის დროს ნინო ყიფიანი არ იმყოფებოდა გერმანელთა მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939-1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, სიმონ ქვარიანი არ იმყოფებოდა გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
1939
ტიპი: გარდაცვალება
ილია ოდიშელიძის გარდაცვალების ზუსტი თარიღი, ადგილი და საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. სავარაუდოდ გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში, 1930-იანი წლების ბოლოს.
1939
ტიპი: გარდაცვალება
1939 წელს იოსებ გედევანიშვილი გარდაიცვალა. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის ტერიტორიაზე.
1939
ტიპი: თანამდებობა
1939 წლამდე ალექსანდრე ზაქარიაძე უმაღლესი სამხედრო სკოლის უფროსის განკარგულებაში იმყოფებოდა.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939 წლამდე ალექსანდრე ზაქარიაძე კითხულობდა ლექციათა კურსს პოლონეთის უმაღლეს სამხედრო სკოლაში.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939 წელს, გერმანელებთან ომის დაწყების შემდეგ, ალექსანდრე ზაქარიაძე ჩავარდა ტყვედ, მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს.
1939
ტიპი: ნასამართლეობა
1939 წელს ალექსანდრე ზაქარიაძის საქმე სასამართლომ განიხილა, თუმცა ვერაფერი დაუმტკიცეს.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939 წელს ალექსანდრე ზაქარიაძეს აეკრძალა ქალაქ ვარშავის დატოვება და იმყოფებოდა კომენდატურის და გესტაპოს მუდმივი დაკვირვების ქვეშ.
1938
ტიპი: გარდაცვალება
1938 წლის 7 აგვისტოს ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილისა გარდაიცვალა.
1938
ტიპი: ღონისძიება
1938 წლის 5 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ მიიღო კარლ მარქსის სახელობის საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის დროებითი საშვი.
1938
ტიპი: გარდაცვალება
დიდი საბჭოური რეპრესიების დროს, 1938 წლის 2 იანვარს, არტემ ჯიჯიხია დააპატიმრეს, ანტისაბჭოთა განწყობებისა და მოღვაწეობის ბრალდებით გაასამართლეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სხვა ვერსიით – დახვრიტეს. მისი საფლავი არ არსებობს.
1938
ტიპი: ღონისძიება
1938-1941 წლებში ქრისტინე შარაშიძე „ქართული წიგნის“ ბიბლიოგრაფიის შესადგენად მოსკოვსა და ლენინგრადში იყო მივლინებული.

