რეგისტრირებული ფაქტები88131
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: ალექსანდრე ასათიანი, ჰაიდარ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, იესე ბარათაშვილი, გიორგი ჟურული, გრიგოლ რცხილაძე, სერგო ჯაფარიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს ამიერკავკასიის და საქართველოს კონსტიტუციის პროექტების შემუშავების საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: ალექსანდრე ასათიანი, ჰაიდარ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, იესე ბარათაშვილი, გიორგი ჟურული, გრიგოლ რცხილაძე, სერგო ჯაფარიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს ტერმინების: ფედერაციისა და კონფედერაციის განმარტებაზე. ფედერაცია გულისხმობს ძლიერ კავშირს სახელმწიფოთა შორის, ხოლო კონფედერაცია სუსტ კავშირს სახელმწიფოთა შორის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სერგო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თათრებს სურთ კონფედერაციული რესპუბლიკის დაარსება, რაც გულისხმობდა სუსტ კავშირს სახელმწიფოთა შორის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ გამოხატა თავისი ფრაქციის პოზიცია, კერძოდ: არც წმინდა ფედერაციას ემხრობოდნენ და არც წმინდა კონფედერაციას, არამედ მხარს უჭერდნენ შერეულ კონსტიტუციას, რომელშიც ორივეს ელემენტი იქნებოდა გათვალისწინებული.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის შრომის სამინისტროს გადამწერი ანა კოლესნიკოვა მოტივაციის და ხელფასის გარეშე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობით მინისტრ ფირცხალაიშვილს მიმართავს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 აპრილს მელიქ-კეიმერდელევსკის რკინიგზის მუშა თეოდორ ნემცოვი შრომის სამინისტროს თებერვალში შესრულებული სამუშაოსთვის 368 მანეთის გასამრჯელოს სთხოვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს შრომის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროს კანცელარიის გენერალურ დირექტორს მ. გ. კელარევს პედაგოგთა და აღმზრდელთა ორგანიზაციიდან შემოსული განცხადებების განხილვა სთხოვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 მაისს შრომის სამინისტროს ინჟინერი ფელიქს რომანის ძე შმალცი ეკონომიკური საბჭოს სხდომებს ხელმოწერის უფლებით ესწრებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 ივლისს ფელიქს რომანის ძე შმალცი N15 ბრძანებით შრომის სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 მაისს ფინანასთა მინისტრ გ.ტერ-არუთინოვს შრომის მინისტრმა თურქეთის მხარეში დარჩენილი ავეჯის გადაცემის თხოვნით მიმართა.
1918
ტიპი: თანამდებობა
შრომის მინისტრის 1918 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ვლადიკავკაზში შრომის სამინისტროს საქმეებს რაფაელ ნაბატოვი ხელმძღვანელობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 მაისს შრომის სამინისტრო ქალაქის მმართველობის საბინაო განყოფილებას გ. აიდანოვის თამბაქოს ფაბრიკაში (მდებარე ანჩისხატის ქუჩა 17) მცხოვრები ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 მაისს შრომის სამინისტროს კონფლიქტების განყოფილებამ მოქალაქე არამიანცისა და მხატვარ კეპინოვის დავის საქმე განსახილველად საარბიტრაჟო სასამართლოს გადასცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1 ივნისს შრომის სამინისტრო ფინანსთა მინისტრს ტრაპიზონის რკინიგზის მუშებისთვის ფეხსაცმლის მთავარი მომწოდებლის არმენ ხაჩაკიანისთვის ფინანსური პრობლემების მოგვარებისა და მისთვის 10000 რუბლის ფასიანი ქაღალდის განაღდების თხოვნით მიმართავს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს უ. ფ. მერცს შრომის მინისტრის თანხმობით მშრომელთა ანაზღაურებისთვის 20000 რუბლი გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს შრომის სამინისტრო მომარაგების კომიტეტს მშრომელთა კომიტეტის თავმჯდომარე გ. დავითიანთან ერთად ,,ადელხანოვის" ქარხნის მუშების ამბულატორიისთვის საჭირო მედიკამენტების სიის დასახელებას სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს შრომის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურე ფილონოვს მისი თხოვნის მთავრობაში განსახილველად გადაგზავნას ატყობინებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისს შრომის სამინისტო ფინანსთა მინისტრს ნესტორ ჩანტლაძის საგრანტო ანაზღაურების შესახებ თხოვნის დაკმაყოფილებას სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისს შრომის სამინისტრო თბილისის მილიციის უფროსს გრიგორი სემიონის ძე ესაიანცის ავტოფარეხიდან გაყვანილი მანქანის (ეკუთვნოდა ,,ფინელ ტექნიკოსს") შესახებ ახსნა-განმარტებას სთხოვს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ივნისს პროკოფი მოსეს ძე დოლიძე შრომის სამისნისტროს საკანონმდებლო წინადადებების განყოფილებაში მდივნად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ივნისს შრომის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროს ალავერდ ნაზაროვის რუსეთში გამგზავრებისთვის 417 რუბლის ჩარიცხვას სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ივნისს შრომის სამინისტრო ქუთაისის შრომის კომისარს ფაღავას სენაკში გამართულ უწყებათაშორის კომისიის შეკრებაზე დასწრებას სთხოვს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 ივნისს შრომის სამინისტრო ცენტრალურ შემნახველ სალაროს ტაშკენტში გამგზავრებასთან დაკავშირებით აბდულა ჯუმბაევზე კუთვნილ 317 რუბლის გაცემას სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ივნისს შრომის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროს მაკინსკის სამხედრო რკინიგზის მუშის ა. უ. ბუშმანისთვის, მისი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, 500 რუბლის გამოყოფას სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს შრომის სამინისტრომ ლეონ ოგანესის ძე ელბაქიანცი მარგანეცის მწარმოებლებსა და მუშებს შორის კონტრაქტის საკითხების განსახილველად ფოთში გააგზავნა.

