რეგისტრირებული ფაქტები91729
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ალექსეი ეისნერმა ხობის მონასტრის კედლიდან ილარიონ და ნიკოლოზ წულუკიძეების ფრესკები გადაიხატა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხობის მონასტრის ფრესკების დათვალიერებისას ალექსეი ეისნერის ყურადღება მიიქცია შერგირ დადიანის ოჯახის სურათმა, რომელიც მოხატული იყო წითელი ზეთოვანი საღებავით. მასზე გამოსახულნი იყვნენ ცოტნე დადიანი, თამარ დადიანი და ნათელა დედოფალი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა არსენ წითლიძის სამადლობელი წერილი, რომლითაც მ. ბოტელმანსა და გ. მეგრელიშვილს სკოლის შემწეობისთვის მადლობას უხდიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 8 ივნისის „დროების“ ცნობით, კარცოვის მოხელეებმა იბრაჰიმ ბეგ აბაშიძის ცხენი მოწამლეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრ დავით ონიაშვილის საბჭომ პრინციპულად მიიღო სატყეო კონცესიების (ნებართვების) ხელშეკრულების პროექტი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთ „ახალი სხივის“ ჯგუფმა გაზეთის ყოველდღიურად გამოცემა გადაწყვიტა, რისთვისაც მათ ალექსანდრე არაბიძეს მიმართეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 იანვრის N1 ბრძანების თანახმად, გენერალი ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. დოკუმენტს ხელს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია აწერდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვარს დამფუძნებელი კრების სხდომაზე გიორგი გვაზავა სიტყვით გამოვიდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვარს გაიხსნა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე საქართველოს კონსტიტუცია განიხილებოდა.
1864
ტიპი: თანამდებობა
1864 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ბურჯანაძე ობჩის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1838
ტიპი: თანამდებობა
1838 წელს ოქროპირ პეტრეს ძე ჩარკვიანი ობჩის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1871
ტიპი: თანამდებობა
1871 წელს ბესარიონ გრიგოლის ძე ჩარკვიანი ობჩის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1862
ტიპი: თანამდებობა
1862-99 წლებში რომანოზ იესეს ძე ვარდოსანიძე ობჩის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855 წელს ოქროპირ პეტრეს ძე ჩარკვიანი ობჩის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

