საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90189

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ნიკოლოზ კანდელაკი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1938

ტიპი: ღონისძიება

1938 წელს ია გიორგის ძე კარგარეთელს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, გაზეთ „კავკაზის" ცნობით, თბილისის გუბერნატორმა ინჟინერი ტიგრან ენფიანჯიანცი ქალაქის გამგეობის მეოთხე წევრის თანამდებობაზე დაამტკიცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამიერკავკასიის რკინიგზებზე ცირკულარით გამოცხადდა, რომ ნ. პ. ნესტოროვს ნება მიეცა საგზაო ბალიშებით ვაჭრობისა ბაქოს, თბილისისა და ბათუმის სადგურებზე მხოლოდ რკინიგზის მმართველობის მიერ განსაზღვრული პირობების დაცვით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ დეკემბერს ქართულ თეატრში უნდა გამართულიყო ქართული კონცერტი ფილიმონ ქორიძის ლოტბარობითა და 30-კაციანი ხოროს მონაწილეობით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი და ოლქის ინსპექტორი ალექსანდრე სლოვინსკი სარევიზიოდ ჩავიდნენ ქუთაისის სასწავლებლებში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 ნოემბერს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ამ ეკლესიის მღვდელმა მ. ტყემალაძემ გარდაცვლილი მსახიობის, ბარბარე ავალიშვილისა და სუფლიორ ნ. გალუსტოვის სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1866

ტიპი: გარდაცვალება

1866 წლის 10 ნოემბერს სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი გრიგოლ (გიორგი) ვასილის ძე რატიანი გარდაიცვალა.

1800

ტიპი: თანამდებობა

1800 წელს ივანე ჩარგეიშვილი სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს ივანე ჩარგეიშვილი სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869-73 წლებში დავით იოანეს ძე ბერეკაშვილი სოფ. კოკის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ვასილ ინჯია პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში სიმონ იაშვილი კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებში მონაწილეობდა.

1841

ტიპი: თანამდებობა

1841-46 წლებში სვიმონ ივანეს ძე ჩარგეიშვილი სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს გრიგოლ იაშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს გრიგოლ იაშვილი ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობდა.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვასილ ინჯია II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1819

ტიპი: თანამდებობა

1819 წელს გრიგოლ (გიორგი) ვასილის ძე რატიანი სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წლის 12 ოქტომბერს სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის მღვდელი სვიმონ ივანეს ძე ჩარგეიშვილი გარდაიცვალა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 13 დეკემბერს სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი პეტრე ივანეს ძე ჩარგეიშვილი გარდაიცვალა.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855 წელს ოქროპირ სეხნიას ძე მაჭარაშვილი სოფ. კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896-1917 წლებში იოანე პეტრეს ძე ჩარგეიშვილი სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851-71 წლებში ბესარიონ გრიგოლის ძე რატიანი სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854-96 წლებში პეტრე ივანეს ძე ჩარგეიშვილი სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის პირველ მარტს სოფ. კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი ოქროპირ სეხნიას ძე მაჭარაშვილი გარდაიცვალა.