რეგისტრირებული ფაქტები90189
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, სასულიერო სემინარიის მმართველობამ სილიბისტრო ჯიბლაძე მავნე ჩვევის გამო დაითხოვა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, დ. დათეშიძე სასულიერო სემინარიის მდივნის თანაშემწე იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 27 აპრილს თბილისის სასამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარე ს. გონჩაროვი ერევანში რევიზიის ჩასატარებლად წავიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 27 აპრილს იასე ანდრონიკაშვილი თბილისის საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 27 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე დავით ავალიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას უფლება არ ჰქონდა, ზარალის დასაფარად გამოეყენებინა დამფუძნებელ წევრთათვის დანიშნული თანხა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 იანვარს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ექიმ თადეოს პავლეს ძე ბურჯანაძეს 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 იანვარს ვლადიმერ მიხეილის ძე კობახიძეს სოფელ ხეთაში დაკრძალავდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ევგენი ნიკოლოზის ძე დვალი ჟურნალ „რუსთაველის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ივანე ასლანის ძე ვაჩნაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ქალაქის გამგეობის წევრი ამბარცუმ ენფიანჯიანცი, რომელსაც სამშენებლო განყოფილება ჰქონდა მინდობილი, საქმიანობას შეუდგა.

