რეგისტრირებული ფაქტები90189
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1863
ტიპი: გარდაცვალება
1863 წლის 15 იანვარს სოფ. კისორეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი იოვანეს ძე ლომთაძე გარდაიცვალა.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წელს შიო იოვანეს ძე ქაროსანიძე სოფ. კინჩხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891-1902 წლებში თეოფილე იოვანეს ძე ნინიკაშვილი სოფ. კინოთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854-56 წლებში ვასილ გრიგოლის ძე ლოსაბერიძე სოფ. კისორეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922-1924 წლებში სოლომონ კონსტანტინეს ძე ზალდასტანიშვილი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ლევან ივანეს ძე ზურაბიშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1981
ტიპი: ღონისძიება
1981 წელს რევაზ შალვას ძე თაბუკაშვილი შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ალექსანდრე ყარამანის ძე ზაქარიაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1958
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1958 წელს სერგო ალექსანდრეს ძე ზაქარიაძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1967
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1967 რევაზ შალვას ძე თაბუკაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სამთო ინჟინერმა მ. ა. შოსტაკოვმა დუშეთის მაზრაში ოქროს მოპოვებაზე დაიწყო მუშაობა. იმ ადგილებში, სადაც მადანს ვარაუდობდნენ, ოქროს მიწის სარეცხი ორი აპარატი დადგეს და ორი მუშა დაიქირავეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გამგეობის წევრ ევგრაფ ხოსროევს დაევალა, შეემუშავებინა სავალდებულო დადგენილება ქალაქის საყასბო მოსამსახურეების კვირადღეს დასვენების შესახებ და საბჭოსთვის წარედგინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 7 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა გიორგი იოსელიანის წერილი იაკობ გოგებაშვილისა და ანდრია ღულაძის პოლემიკის შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 17 მარტის შემდეგ საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნისას ნოე რამიშვილის ოჯახი (ისევე, როგორც სხვა ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახები) შეჭირვებულად ცხოვრობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-2 საკომისარიატოს ხელმძღვანელი ელ. ბაჟმეუკოვ-მელიქოვა, კონტროლიორები – ყიასაშვილისა და მიხეილ სოსელია. ბიურო მდებარეობდა საპიორის შესახვევი, N3.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-3 საკომისარიატოს ხელმძღვანელი აკაკი ტყემალაძე, კონტროლიორები – თიკო ნიკოსოღოვი, გაბრიელ ჩიკვაიძე. ბიურო მდებარეობდა ქალთა მე-8 გიმნაზიის შენობაში, ბებუთოვის ქუჩაზე.

