რეგისტრირებული ფაქტები91729
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1896 წლებში ბერძენმა კალატოზმა თედორე გაბაშვილმა ააგო მოტყიარის წმ. გიორგის ეკლესია.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869-1870 წლებში ბერძენმა კალატოზმა ფარნაოზ გაბაშვილმა ააგო კვაცხუთის წმ. გიორგის ეკლესია.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ივანე ხატისოვმა პეტერბურგიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც იქ მოვაჭრე გოძიევი კახური ღვინის სახელით ცუდ ღვინოებს ყიდდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე გადაწყვიტეს, რომ პეტრე მელიქიშვილისთვის შესამოწმებლად კახური ღვინოები გაეგზავნათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე წაიკითხეს ფ. შიმანოვსკის წერილი თუთის ხის ფოთლის ავადმყოფობის შესახებ.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 30 მაისს დ. ზ. ყორღანოვი სამეურნეო საზოგადოების ახალ წევრად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის ივნისში ვიქტორ მარტინოვსკი თბილისის ახალი ვაჟთა პროგიმნაზიის დირექტორად დანიშნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, ჯაჯანიძისა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის სტეფანე შიუკოვმა მისივე სახლში დააპატიმრა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 26 იანვარს თბილისში, ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში, ქეთო ივანეს ასულ ქუთათელაძის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 25 იანვარს ზაქარია (შაქრო) ვასილის ძე ჯავახიშვილი ფილტვების ანთებით მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჯავახიშვილი ზაქარია ჯავახიშვილის ძმა იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 26 იანვარს დიდი მთავრის ქუჩაზე ზაქარია (შაქრო) ვასილის ძე ჯავახიშვილის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვასილ გრიგოლის ძე ჯავახიშვილი ზაქარია ჯავახიშვილის მამა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი ზაქარია ჯავახიშვილის ძმა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, არჩილ ვასილის ძე ჯავახიშვილი ზაქარია ჯავახიშვილის ძმა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ევგენი ვასილის ძე ჯავახიშვილი ზაქარია ჯავახიშვილის ძმა იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფ. ბორში (შორაპნის მაზრა) 17 წლის შალვა (შალიკო) იაკინთეს ძე წერეთელი გარდაიცვალა.

