რეგისტრირებული ფაქტები90188
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში ზ. ბარძემიშვილმა ქუთაისის სატუსაღოს წიგნები და კარადა შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 7 იანვარს საჩხერეში ერთი მოსწავლის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ვლადიმერ აბაშიძემ, სადიკო და გიორგი წერეთლებმა რაფიელ ერისთავის „ბიძიასთან გამოხმაურება“ და ავქსენტი ცაგარლის „ბაიყუში“ წარმოადგინეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 7 თებერვლის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი თამამშოვისგან თბილისის სახელმწიფო ბანკის განყოფილებას სახლი არ უყიდია.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 თებერვალს ანასტასია ჩოლოყაშვილისა და ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით თელავში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ „ბალი“ გაიმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 თებერვალს თელავში, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის სახლში 40 პირი ჩაეწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 6 თებერვალს დიმიტრი ბაქრაძე ისტორიისა და არქეოლოგიური საზოგადოების კრების ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 6 თებერვალს ევგენი ვეიდენბაუმი ისტორიისა და არქეოლოგიური საზოგადოების კრების მდივნად აირჩიეს.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 6 თებერვალს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი ისტორიისა და არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 6 თებერვალს სერგეი შერემეტიევი ისტორიისა და არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 6 თებერვალს ა. კამაროვი ისტორიისა და არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 8 თებერვლის გაზეთ „დროების“ ცნობით, ი. სიმონოვმა თელავიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თამარისა და შოთას დროინდელი ძველი ფული გაუგზავნა, რომელზეც წარწერა ხუცური ასოებით იყო შესრულებული.
1962
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1962 წელს სიმონ კობიაშვილის ქალიშვილი მაიკო, პროფესიით ინჟინერი, ამერიკაში მცხოვრებ რუს თავადს, შერემეტიევს გაჰყვა ცოლად.
1964
ტიპი: ღონისძიება
1964 წელს მიხეილ კვალიაშვილი კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამო პოზნანის სამხედრო სანატორიუმში იწვა.
1964
ტიპი: ღონისძიება
1964 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში მიღებული წიგნებიდან 7 ცალი ვიქტორ ნოზაძეს გაუგზავნა.
1964
ტიპი: ღონისძიება
1964 წელს მიხეილ კვალიაშვილს თბილისის უნივერსიტეტმა ვარშავის ალმა-მატერში გაუგზავნა წიგნები, რომლებიც მას ნაშრომის დასაწერად სჭირდებოდა.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წლის თებერვალში მიხეილ კვალიაშვილმა თბილისიდან მიღებული წიგნებისა და კატალოგების თითო ეგზემპლარი ნიკოლოზ მათიკაშვილსა და ვიქტორ ნოზაძეს გაუგზავნა.

