საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90188

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ლევ ტროცკი ტრაპიზონში თურქეთთან მოლაპარაკებაზე წასულ რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ზავის მალე დასადებად ტროცკი ყველანაირ დათმობაზე მიდიოდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს პოლკოვნიკი გუროვი კავკასიის მსროლელთა მე-8 პოლკის უფროსი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოში დაბრუნებული ვალერიან თევზაძე პეტრე გელეიშვილს ესტუმრა და სამხედრო კორპუსში მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვალერიან თევზაძე ქუთაისის პოლკში კაპიტნის წოდებით მივიდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვალერიან თევზაძე თურქებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ოზურგეთში ჩავიდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ოსმალეთი მთელი ბათუმის ოლქის, არდაგნისა და ახალციხის ოლქის დათმობას მოითხოვდა. ლევ ტროცკიმ დაუთმო კიდეც ბათუმის ოლქის ნაწილი და არდაგნის რაიონი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველმა მუშებმა მენშევიკ-სოციალისტ ვალიკო ჯუღელის თაოსნობით იარაღის არსენალი დაიკავეს და სახალხო გვარდია მოაწყვეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს კავკასიის მსროლელთა მე-8 პოლკის უფროსი, პოლკოვნიკი გუროვი წმ. გიორგის ორდენით იყო დაჯილდოვებული.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს პეტრე გელეიშვილმა გენერალ სტეფანე ახმეტელს ვალერიან თევზაძის კორპუსში მიღება სთხოვა, მაგრამ თევზაძემ ქუთაისის ქვეითთა პოლკში გაგზავნა მოითხოვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 თებერვალს ტაბახმელის რვაკილომეტრიან მონაკვეთს გადარჩენილ იუნკერთა ორი ჯგუფიღა იცავდა – კაპიტან დავით მაჭავარიანისა (თორმეტკაციანი) და კაპიტან ალექსანდრე ალავიძისა (რვაკაციანი).

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წლის 16 აგვისტოს სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სოფრომ გაბრიელის ძე ქორიძე გარდაიცვალა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-1906 წლებში კონსტანტინე ბესარიონის ძე შანიძე სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871-1917 წლებში იოსებ გიორგის ძე კანდელაკი სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1833

ტიპი: თანამდებობა

1833 წელს სვიმონ შანიძე სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისში ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატთა საბჭო, რომელსაც ევგენი გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842-65 წლებში გიორგი პართენის ძე კანდელაკი სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865-71 წლებში ექვთიმე ბეჟანის ძე კანდელაკი სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1836

ტიპი: გარდაცვალება

1836 წლის 18 მარტს სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი მოსე ქორიძე გარდაიცვალა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბათუმში ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩასული ვალერიან თევზაძე ოლქის უფროსის გენერალური მდივნის შტაბში პრაპორშჩიკთა ათასეულის უფროსად დანიშნეს.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს პარიზში ჟურნალ „მხედრის“ №17-ში დაიბეჭდა გენერალ ზაქარია ბაქრაძის წერილი „ამონაწერი ჩემი ფიქრებიდან“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში 60 წლის დავით კლდიაშვილი პრაპორშჩიკთა ათასეულში სამნეო ნაწილს განაგებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლისას ვალერიან თევზაძემ მიიღო გენერალური მდივნის ბრძანება, თავისი ათასეულით უკან დაეხია ჯერ ჩაქვამდე, შემდეგ სამტრედიამდე.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848-86 წლებში ლაზარე იესეს ძე კანდელაკი სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გენერალი სტეფანე ახმეტელი ქართველთა კორპუსის უფროსი იყო.

1843

ტიპი: თანამდებობა

1843-53 წლებში სოფრომ გაბრიელის ძე ქორიძე სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.