რეგისტრირებული ფაქტები90189
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1939
ტიპი: თანამდებობა
1939 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილი მაიორის ჩინით ლვოვის მე-19 ქვეითთა პოლკში მსახურობდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 2 იანვარს ქართული თეატრის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ დრამატული საზოგადოების სადღესასწაულო კრებაზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მისალოცი წერილი, შემდეგ კი სიტყვით გამოვიდა როგორც გაზეთ „ივერიის“ რედაქტორი.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 7 აგვისტოს მღვდელ მ. ტყემალაძეს ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ, ტყემალაძე გარდაიცვალა, მისი ცოლი კი დაიჭრა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 7 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მ. ტყემალაძე იმერეთის სოფელ ჩონთოს მღვდელი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში ვალერიან გუნიას ხუთმოქმედებიანი დრამა „და-ძმა“ წარმოადგინეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ საქველმოქმედო სპექტაკლში მონაწილეობდნენ წილოსანი, ძმები – სიმონ დავითის ძე გუგუნავა და დ. გუგუნავა და სხვ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1987 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ ვალერიან გუნიას დრამატულ სპექტაკლს „და-ძმა“ ბევრი მაყურებელი დაესწრო. შემოსავალი 70 მანეთს აღემატებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1987 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში ქველმოქმედების მიზნით წარმოდგენილი სპექტაკლის ბილეთების გაყიდვას დარია ქავთარაძისა მეთაურობდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ექიმი კორონა თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში პაციენტებს სამშაბათობით და შაბათობით მიიღებდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ექიმი მელიქ-ფარსადანოვი თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში პაციენტებს ოთხშაბათობით და პარასკეობით მიიღებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ საქველმოქმედო სპექტაკლში ლაზარე ჯორბენაძე მონაწილეობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ საქველმოქმედო სპექტაკლში უშანგი კვიტაიშვილი და მამულაიშვილი მონაწილეობდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 აგვისტოს მღვდელ მ. ტყემალაძის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ მძარცველები სურამის მთისკენ გაიქცნენ. მათ შორაპნის მაზრის უფროსი ბ. ჯაყელი დაედევნათ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 7 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. ჯაყელი შორაპნის მაზრის უფროსი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 თებერვალს იუნკრებმა ტაბახმელაში შენიშნეს მათკენ მომავალი ჯარი, რომელიც ლეიტენანტ ალექსანდრე ანდრონიკაშვილს ლეკების დამხმარე რაზმი ეგონა, მაგრამ ბოლშევიკების არმია აღმოჩნდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 თებერვალს ტაბახმელაში მებრძოლი იუნკრების სკოლის მოსწავლეები ნოე ჟორდანიამ და გიორგი კვინიტაძემ მოინახულეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17 თებერვალს იუნკერთა სკოლის მოსწავლეები, მათ შორის ნიკოლოზ მათიკაშვილი, ტაბახმელაში იყვნენ და ბრძოლისთვის ემზადებოდნენ.
1865
ტიპი: გარდაცვალება
1865 წლის 25 მაისს სოფ. ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი ლუკა კაპანაძე გარდაიცვალა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866-90 წლებში იოსებ გრიგოლის ძე მჭედლიძე სოფ. ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865 წელს ლუკა კაპანაძე სოფ. ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს იოანე ვასილის ძე ფერაძე სოფ. ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 თებერვალს ტაბახმელაში მებრძოლ იუნკრებს გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა შეატყობინა, რომ გენერალმა მაზნიაშვილმა მტრის ყველა შეტევა მოიგერია, გამთენიისას თვითონ გადავიდა იერიშზე, 1500 ტყვე აიყვანა და მტერი უკან იხევდა.

