საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92415

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 დეკემბერს კონსტანტინე მამაცაშვილმა მისწერა ილია ჭავჭავაძეს მისი სტატიის „გიორგი თუმანოვისა და მისი ამქარის აზრები“ შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღმნიშვნელი საიუბილეო კომიტეტი შეუდგა საქმიანობას და დღესასწაულის მოწყობის შესახებ მოქალაქეთაგან იღებდა წინადადებებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო ესტატეს ასულ თარხან-მოურავის სათარხნოში მდებარე 217 დესეტინასა და 1825 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებს, საძოვრებსა და სათიბებს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც განაგრძობდა ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხის განხილვას.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903 წლის მარტში თბილისის სამეურნეო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძე სამეურნეო საზოგადოების 34-ე მუხლის თავიდან შესამუშავებლად შექმნილი კომისიის წევრად აირჩიეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 მარტს ილია ჭავჭავაძემ დეპეშა მიიღო ქრისტეფორე მამაცაშვილისგან, რომელიც ბანკის ანგარიშების გაგზავნას სთხოვდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხს განიხილავდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ თელავის მაზრის იმ თავად-აზნაურთა სია გამოქვეყნდა, რომელთაც საზოგადო კრებაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ, მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძე.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 3 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონისთვის ავტობიოგრაფია დაწერა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძემ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იავადმყოფა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 20 აპრილს გაზეთ „კვალში“ ირაკლი წერეთლის წერილი „აკაკანებული მამულიშვილები“ გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 20 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავადაზნაურული ცრუმორწმუნეობა“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 21 მარტს ილია ჭავჭავაძემ ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის რედაქციისგან წერილი მიიღო –ს ავტობიოგრაფიული მონაცემების გაგზავნას სთხოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ჩერქეზმა მწერალმა ყაზიბეკ ახმეტუკოვმა იური კაზი-ბეკის ფსევდონიმით გამოცემული თავისი წიგნი „ცოტ-ცოტა ყველაფერზე. ნარკვევები და მოთხრობები“ წარწერით მიუძღვნა ილია ჭავჭავაძეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს „საქართველოს კალენდარში“ ილია ჭავჭავაძის პორტრეტი დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის სტატიის „ოინბაზობაა თუ სულელობა?“ წინააღმდეგ რუსულ პრესაში დავით კეზელის წერილი გამოქვეყნდა.

1905

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1905 წელს მიხეილ ვეზირიშვილმა განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძისადმი უპატივცემლობის გამოხატვა არ უფიქრია, ისინი მორიგდნენ და რწმუნებულებმა – მიხეილ გრუზინსკიმ, დავით ჯორჯაძემ, ალექსანდრე კობიაშვილმა და ალექსანდრე დიასამიძემ – შეადგინეს ოქმი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებაში, რომელზეც ვასილ მაჩაბლის ნათესავმა მიხეილ ვეზირიშვილმა გამგეობა და, შესაბამისად, ილია ჭავჭავაძე გაუყიდველი მამულების გამო მიღებული ზარალისთვის დაადანაშაულა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა დამწყები დრამატურგ ნატალია დონდაროვას პიესა „ინჯილერი ან დოხტური“ და ურჩია დიალოგების შემოკლება, კვანძის გახსნის დამატება და ისე მიტანა „ივერიაში“ დასაბეჭდად.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 11 იანვარს ილია ჭავჭავაძე ახლად დაარსებული სასულიერო განმანათლებელი ძმობის წევრი გახდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს უკრაინულმა ჟურნალმა „ზორიამ“ გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძის ლექსების „პოეტი“, „ელეგია“, „გუთნისდედა“, „მას აქეთ, რაკი...“ „გაზაფხული“ პავლო გრაბოვსკისეული თარგმანები.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში ალექსანდრე ბაუმგარტნერმა გამოსცა „მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის“ პირველი ტომი, რომელშიც სხვა ქართველ მწერლებთან ერთად მოხსენებულია ილია ჭავჭავაძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ბოსტნეულ-ბაღჩეულობის კავკასიის პირველ გამოფენაზე ვერცხლის მედალი აიღო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 იანვარს ილია ჭავჭავაძემ საბანკო საკითხების შესახებ რევიზორ ევსტაფი დობეცკის წერილი მიიღო.