რეგისტრირებული ფაქტები91668
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ისაია ფურცელაძეს გორის ოლქში მდებარე მამული შეუწირავს სახელმწიფოსათვის.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ისაია ფურცელაძე მამულს ფლობდა გორის ოლქში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების მინისტრ ნოე ხომერიკის წინადადებით მთავრობის სახელით მადლობა უნდა გადაეხადათ ისაია ფურცელაძისთვის, რომელმაც სახელმწიფოს მამული გადასცა და დაბა მერეთში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გასახსნელად 20 ათასი რუბლი შესწირა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების მინისტრის ნოე ხომერიკის წინადადებით ისაია ფურცელაძე, რომელმაც დაბა მერეთში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გასახსნელად სახელმწიფოს 20 ათასი რუბლი შესწირა, უნდა დანიშნულიყო ამ სკოლის საპატიო მეურვედ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით იმის გამო, რომ ისაია ფურცელაძემ სახელმწიფოს 20 ათასი რუბლი შესწირა დაბა მერეთში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გასახსნელად, ამ სკოლის კედლებზე მისი პორტრეტი უნდა დაეკიდათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიას კომპოზიციის თეორიის კურსის წასაკითხად პეტროგრადიდან მოუწვევია პროფესორი მიხეილ მიხეილის ძე ჩერნოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრის დასს 1918-19 წლების სეზონზე გამოაკლდნენ საბანეევა, პოლიაევი და გესი.
1853
ტიპი: ღონისძიება
1853 წლის ნოემბერში რუსთა ქარავანზე ქურთების თავდასხმა მოიგერია დრაგუნთა ორმა დივიზიამ პოლკოვნიკ ტიხოვცევის მეთაურობით.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 4 აპრილს ოლღა რომანოვამ და მიხეილ რომანოვმა მათი ახალშობილი ვაჟის, ალექსანდრეს სახელზე ორი ათასი მანეთი გადასცეს თბილისის ღარიბ მაცხოვრებლებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჩაფრების უფროსმა გაბარაშვილმა ბორჩალოში დაიჭირა ორი ყაჩაღი, რომელთაგან ერთ-ერთი ციმბირიდან გამოქცეული იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილმა კრებას აცნობა, რომ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი, ნიკოლოზ დიასამიძე გარდაიცვალა. კრების წევრებმა ფეხზე ადგომით სცეს პატივი მის ხსოვნას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში სოფელ მეღვრეკისში სამრევლო სკოლა დაარსდა, რომელიც ადგილობრივი მღვდლის, კენჭაძის სახლში იყო მოწყობილი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის იანვრიდან სოფელი მეღვრეკისის სამრევლო სკოლაში კენჭაძე მასწავლებლად მუშაობდა.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წლიდან 6 წლის განმავლობაში ვორონცოვის ძეგლზე ზრუნვა მინდობილი ჰქონდა განსვენებული ფელდმარშლის, მიხეილ ვორონცოვის ხელქვეითს, ზოლოტარევს. მას სკულპორტთან შეთანხმება და მუშაობის პროცესზე დაკვირვება ევალებოდა. პეტერბურგიდან თბილისში სწორედ ზოლოტარევის განკარგულებით გამოიგზავნა ვორონცოვის ძეგლი.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის პირველ აპრილს ოლღა რომანოვამ იმშობიარა და ეყოლა ვაჟი. მას ალექსანდრე დაარქვეს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 25 მარტს ალექსანდრე ბარიატინსკის ბრძანებით, თბილისში ვორონცოვის ძეგლი უნდა დაედგათ. თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა. 1845 წლის 25 მარტს ესტუმრა მიხეილ ვორონცოვი თბილისს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა ავქსენტი ცაგარლის სამმოქმედებიანი დრამა „ლეკის ქალი გულჯავარი“. რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კონსტანტინე შათირიშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 იანვარს ალექსანდრე შამადუხაშვილმა ზურგში დაჭრა გორის მაზრის მცხოვრები დიმიტრი ტოტაძე. შამადუხაშვილი პოლიციაში მივიდა და დანაშაული აღიარა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით ანტონ ყარაევი კოლეგიის ასესორი გახდა.

