რეგისტრირებული ფაქტები90135
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალურ სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ აქციებზე ხელმოწერა და თანხების შეტანა შესაძლებელი იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის – სოხუმში, საურთიერთო ნდობის ბანკში, ჯოტო ლევანის ძე შერვაშიძესთან.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 8 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს თბილისიდან საგურამოში წერილი გაუგზავნა, შეატყობინა, რომ პარასკევს კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა პანაშვიდი იყო, გაზეთის ნომერი უნდა მოემზადებინა, ამიტომ საგურამოში ვეღარ ავიდოდა. ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდა ცხენების დაკარგვის გამო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 14 მაისს აკაკი როსტომის ძე წერეთელი ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს ივანე ანდრონიკაშვილმა და არტემ ფირალიშვილმა ილია ჭავჭავაძეს აჩუქეს თავიანთი წიგნი „თბილისის გუბერნიაში სასოფლო-სამეურნეო სკოლის ტიპის შესახებ“.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვა გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა სტამბურად დაბეჭდილი საფოსტო ქაღალდები ილია ჭავჭავაძის სურათით.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 4 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ქართულ თეატრში მის პატივსაცემად გამართულ სადილზე სიტყვით მიმართა რუს პოეტ ვასილი ველიჩკოს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის მოწოდება დაწესებულებათა მიმართ, კომისია ყველას სთხოვდა მონაწილეობას.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 30 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლომ განიხილა ზაალ გურამიშვილის საჩივარი ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. საჩივარი წისქვილის მფლობელობას ეხებოდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 7 იანვარს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ანასტასია ლომინაძე დროებით დაინიშნა ბათუმის სკოლის მასწავლებლად.

